გერმანიის ყველაზე გავლენიანი ყოველკვირეული ჟურნალი Der spiegel ავრცელებს ინფორმაციას გერმანიისა და საქართველოს უპრეცედენტო სამხედრო პროექტის შესახებ.
კერძოდ, გერმანიის მთავრობისა და სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტას" შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქართულ-გერმანული სამხედრო ჯავშანმანქანის წარმოების თაობაზე. საუბარია ჯავშანმანქანა დიდგორის მოდერნიზებაზე და ულტრათანამედროვე გერმანული შეიარაღებით აღჭურვაზე.
როგორც გამოცემა ამბობს, ქართულ-გერმანული თანამშრომლობა ჯავშანმანქანის დასახელებაშიც აისახა და მისი სახელწოდება იქნება DIDGORI-SCHOLZ.
გარდა სტანდარტული შეიარაღებისა, DIDGORI-SCHOLZ აღჭურვილი იქნება ჯავშნოსანი და ჩაფხუტიანი რუპორებით, რომლებიც ზებგერითი სიჩქარით გაავრცელებენ დეზინფორმაციას მტრის რიგებში და მოახდენენ მათ დემორალიზებას. ამასთან რუპორებში დამონტაჟებული ტყვიამფრქვევების მჭიდი გათვლილია მილიონ ტყვიაზე და წამში 10 ტყვიას ისვრის.
DIDGORI-SCHOLZ ასევე აღჭურვილი იქნება, მოდერნიზებული და ამ ეტაპისთვის უანალოგო ირანული ბალისტიკური რაკეტებით, რომლის ნახაზებიც 15 წლიანი დაუღალავი შრომის შედეგად მოიპოვა გერმანიის დაზვერვამ.
როგორც გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, DIDGORI-SCHOLZ-ების პირველი პარტია უსასყიდლოდ გადაეცემა უკრაინას 2045 წლის ნოემბერში.
აღნიშნულ ინფორმაციას გახმაურების შემდეგ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ბოღმით გასკდა და ახლა ბრიტანეთში მის შემცვლელს ეძებენ.
https://www.spiegel.de/ This post has been edited by Pepper_Crowley on 8 Jun 2022, 16:29
დაე იყოს დღეს მზისფერი, ყველაფერი.
The fox that makes the ravens fly.
საფრანგეთში ძაან ბევრჯერ ვარ ნამყოფი
კრუასანი მიყვარს (c) ინსტრუქტორი