ჩემთან მაგარი პიანისტი ცხოვრობს.
ამ წამს უკრავს რაღაც ცოცხალ, მოჯაზო კომპოზიციას.
დილაობითაც კარგ მუსიკას რთავს ხოლმე.
ამის წინებზე ფირფიტა მეგონა ჩართული, ბრუბეკი, ჰენკოკი და ეგეთი ჯაზმენების ალბომი, თურმე აქვე ცოცხლად უკრავს ადამიანი.
მთვარე ალვის ხეებს შორის ულამაზესად ანათებდა, ეს მუსიკა ისმოდა ცოცხლად, ავსებდა ლურჯ-მწვანედ სივრცეს.
უფასო კონცერტი, განტვირთვა და მედიტაციაა.
ამ ყოვლად დეგრადირებულ სამყაროში, ამას დავამატებდი.
This post has been edited by Estrella on 20 Sep 2024, 20:28