#59304950 · 10 Jun 2022, 20:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იმ დღეს შტირლიცი მიყვებოდა: ინსიტუტი რომ დავამთავრე, მამაჩემმა მაგარი პატივი მცა. პარიკამეხერთან წამიყვანა, დაჟე გაპარსვას მიპირებდა დალაქს რომ არ ეთქვა შიცია მოდებულიო და არა ვპარსავთო . მერე სახლში რომ მოვედით წყალი გადამავლებინა , წყალი არ მოდიოდა კი იცით მაშინ ჭირდა და გამიცხელა და თავი დამაბანინა. მერე ტაქსი მიქირავა და ისე წავედით ჯერ ჯგუფელს გავუარეთ ისიც წამოვიყვანეთ და მივედით ტაქსით საბანკეტოში. და თვითონ ზემო სართულზე შეუკვეთა თავის ბრატთან ერთად და იქ ჩაუჯდა და მე ჩემს ჯგუფთან ერთად ვიჯექი და მთელ ამ დიდებულ ისტორიაში ერთი მომენტია რაც არ მისწორესო, - ასე დაასრულა შტირლიცმა.
მეც მაშინვე ჩავეკითხე რა მომენტია მეთქი. რაო და მამაჩემი რაღაც მომენტში ჩვენს დარბაზში შემოვიდაო და მიყურებდაო და რომ არ მივედი და არ მოვიპატიჟე ჩვენს სუფრასთანო, ერთი დაგვლოცეო, ეგ მიტყდება ახლა წლების მერეო, მიპასუხა შტირლიცმა და თვალზე ცრემლი მოადგა.
|