#59344979 · 23 Jun 2022, 01:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩემს ისტორიას მოგიყვებით, ოღონდ რჩევა მჭირდება ახლა, მართლა. გაკიცხვას და ნამუსზე აგდებას არც ისე მაკლებენ... რა ხდება ახლა ჩემს თავს... პირველად, რომ ჩავაბარე უნიში იურიდიულზე მოვხვდი. ძალიან მინდოდა, მაგრამ მარტო ცხოვრებას აქ ვერ გავუძელი, დეპრესია და ნერვოზი დამემართა და სახლში არც არავის სჯეროდა ჩემი. საბუთების გადატანა მინდოდა სხვა უნიში და უფლება არ მომცეს, თბილისში იყავიო. მოკლედ, კი დავთანხმდი, მაგრამ ვეღარ ვსწავლობდი და იმდენი ვქენი, რომ 4 წეიწადში უნივერსიტეტი ვერ დავამთავრე. 2 წელი დამრჩა... მერე კიდე ჩავაბარე, ფილოლოგიაზე და არც მანდ ვისწავლე. ფილოლოგია არ მადარდებს, იურიდიულის დამთავრება მინდა, თუმცა ჩემს მშობლებს უფრო უნდათ რომ მე დიპლომი მქონდეს. მე კიდე ძალიან გავიფუჭე საქმე. 2 დამატებითი სემესტრის თანხა გადავიხადე და მაინც არ ვისწავლე, ისევ ყველა საგანი დავიტოვე... ჩემი თავის გამო მეც გაოცებული ვარ, მართლა. არ ვიყავი ასეთი, მიყვარდა სწავლა, მაგრამ ნუ რაც არის არის მოკლედ, თსუ-ში ვსწავლობ და არის გზა რომ როგორმე იურიდიული დავამთავრო? 126 კრედიტი მაქვს და ერთი საგანი მესამედ მრჩება. ამ დროს მობილობა თუ არ გაკეთდა, აგდებენ და 1 სემესტრი სხვა ფაკულტეტზე რომ გადავიდე და მერე უკან დავბრუნდე შეიძლება? ვინმეს აქვს მსგავსი გამოცდილება? ჩემი თავი არ მადარდებს მართლა, ჩემს მშობლებს ვერ გავუცრუებ იმედს კიდე. სიტუაცია ასე თუ ისე ავუხსენი, მაგრამ ყველაფერი არ მომიყოლია. მართლა ძალიან რთული სიტუაცია მაქვს და რჩევა როგორ მოვიქცე, რომ ავიღო ეს ქაღალდის ნაგლეჯი გამახარებს. სწავლას კი მოვკიდებ როგორმე ხელს, მაგრამ ამ ტექნიკურ ამბავში რა ვქნა, დამაკვალიანეთ ვინმემ, გთხოვთ
|