ლევან მამალაძის შემდეგ
რუსეთში 27 წლის წინ გაქცეული შევარდნაძის მთავრობის უშიშროების ყოფილი მინისტრი, რუსული სპეცსამსახურების სტაჟიანი კადრი, იგორ გიორგაძე საქართველოში დასაბრუნებლად ემზადება. "შაბათის ეთერის" წყაროს ინფორმაციით, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერქტის ავტორს საქართველოში გავლენიანი მფარველები გამოუჩნდნან.
"ტვ პირველისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გიორგაძის სასჯელისგან გათავისუფლების სქემა ასეთია - მას მუხლს შეუცვლიან, ნაწილობრივ დამნაშავედ ცნობენ, მუხლი კი რომლითაც პატიმრობას მიუსჯიან ამნისტირებულია.
"შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ საქართველოს პროკურატურას მთელი ამ წლების განმავლობაში არაფერი გაუკეთებია, რომ ინტერპოლის სიაში დააბრუნოს კაცი, რომელსაც მეორე პრეზიდენტზე განხორციელებულ ტერაქტს, ხელისუფლების დამხობის მომზადებას, მკვლელობების სერიას და ხულიგნობას ედავებიან.
გიორგაძე ინტერპოლის ძებნილთა სიიდან 2016 წელს მოიხსნა. 21 წლის განმავლობაში იგორ გიორგაძის მიმართ დაკავების ორდერი იყო გამოცემული და მასზე წითელი ცირკულარით ძებნა იყო გამოცხადებული. თუმცა დღეს გიორგაძის სახელი და გვარი ყველაზე საშიშ დამნაშავეებს შორის აღარ იძებნება.
გიორგაძის ადვოკატი "შაბათის ეთერთან" ამბობს, რომ "რუსეთში გაქცეული ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიტიკური დევნილია"
საქმის მოსამართლე კი 6 წლის განმავლობაში საქმის გაჭიანურებას იმით ხსნის, რომ მოწმეების მიყვანა სასამართლოში ხშირ შემთხვევაში, ავადმყოფობისა და ხანდაზმულობის გამო ვერ ხერხდება. მისივე თქმით, საქმე მოცულობითია ამიტომ განხილვა წლებია უსასრულოდ გრძელდება.
"შაბათის ეთერი" იგორ გიორგაძის მფარველის ძებნამ ირაკლი ღარიბაშვილის კვალზე გაიყვანა. ირკვევა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოჯახის სპონსორი, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი და ე.წ. კარტოგრაფების საქმის მთავარი შემოქმედი ბეჟან მაისურაძეა. ბეჟან მაისურაძე კი წლების განმვალობაში რუსეთში იგორ გიორგაძის საქმიანი პარტნიორი იყო და ამას რუსეთს ერთიანი რეესტრის ამონაწერიც ადასტურებს.
არის თუ არ ირაკლი ღარიბაშვილის ახლო მეგობარი ბეჟან მაისურაძე ადამიანი, ვინც იგორ გიორგაძეს პრემიერთან გზას უკვალავდა. ამ კითხვაზე პასუხი მაისურაძისგან "შაბათის ეთერმა" ვერ მიიღო ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს
https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/politika/...neblad-emzadeba * * *
რა იყო არ გიხარიათ??????????????????
.........