“დღეს სტუმარია ის ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა” – შალვა ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ხდებაადვოკატი სალვა ხაჭაპურიძე, რომელიც მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან წლების განმავლობაში დაპირისპირებული იყო და მათ შორის მის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოშიც გამოდიოდა, დღეს მისი ადვოკატი ხდება. როგორც მან “პირველებთან” განაცხადა, მან გადაწყვეტილება პროფესიონალიზმიდან გამომდინარე უნდა მიიღოს.
“ვაჟა ფშაველას პრონციპით ვმოქმედებ – “დღეს სტუმარია ის ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა”. მე უნდა მივიღო გადაწყვეტილება ჩემი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე. ჩემი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც წლების განმავლობაში დამიგროვდა, უნდა გამოვიყენო ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. აქ საკითხი დგას რაზე – მოხდეს თუ არა ამ ადამიანისთვის მისჯილი სასჯელის გადავადება მის გამოჯანმრთელებამდე. მე ვფიქრობ სასამართლოს მეგობრად ამ საქმეში უნდა ჩაერთნონ ისეთი იურისტები… მაგალითად “ვაშინგტონ პოსტის” ცნობილი წარმომადგენელი, რომელიც საერთაშორისო სამართლის აღიარებული ექსპერტია. ისიც ვიცი, რა ტიპის სასამართლოში მივდივარ, სად უნდა შევიდე და რა ბრძოლა უნდა ვაწარმოო,” – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
შალვა ხაჭაპურიძე “ქართული ოცნების” დამფუძნებელი იყო, თუმცა პარტია რამდენიმე წლის წინ დატოვა. მიზეზად მათ შორის სასამართლოში არსებული ვითარებაც დაასახელა.https://ipress.ge/new/dghes-stumaria-is-che...dvokati-khdeba/
მიმაგრებული სურათი