პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის გუშინდელმა ბრიფინგმა ბევრი დაფარული ნიუანსი გამოავლინა, მინდა მინდა აგიხსნათ რა ხდება ჩვენს თავს, „გვჭირდება თუ რა ერთი-ორი მარკშეიდერი“, გაგაგებინოთ რა ხდება ჩვენს ქვევით და ჩვენს ზევით?!
სანამ ბრიფინგი შედგებოდა გაჩნდა ყალბი მოლოდინები რომ პრეზიდენტი შეიწყალებს პოლიტპატიმრებს, თქვა ადამიანმა „არასდროს“, ჩემი აზრით ამ პრინციპულობაში ბევრი პირადი შეუთავსებლობაც, ხოდა რატომ არ გჯერათ? ეს მოლოდინი ცხადია გააჩინა ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ერთობ უცერემონიო ლანძღვამ, პოლიტიკური ბულინგით პრეზიდენტი ზურაბიშვილი ფრიად არაადექვატურ ადამიანად შერაცხა, რომლის აზრები და მოქმედებები მუდმივად გაუგებარია. ამით მიანიშნა, რომ მისგან მხოლოდ უსიტყვო მორჩილებას ელის, რადგან პრეზიდენტის სტატუსი მხოლოდ ბატონი ბიძინას გადაწყვეტილებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ პარლამენტის წევრი იქნებოდაო. გუშინდელი განცხადების კონტექსტის გასაგებად, ეს ფრიად მნიშვნელოვანი გარემოებაა, ეხლა კი მოდი გავარჩიოთ რა თქვა პრეზიდენტმა:
• პრეზიდენტმა ქართული ოცნების პარტია ამხილა დეზინფორმაციულ პოლიტიკურ კამპანიაში რომ საქართველოს სთხოვენ მეორე საომარი ფრონტის გახსნას, შედარებისთვის კი მოიყვანა მოლდავეთის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ანალოგიური მდგომარეობა აქვს და ბევრად ეფექტური საგარეო პოლიტიკა აწარმოა საერთაშორისო კრიზისის დროს;
• პრეზიდენტმა ქართული ოცნება ამხილა საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაში, ეს ნაწილი ეხება, როგორც პოლიტიკური შეცდომების გაფარვის მცდელობას, ასევე პროპაგანდას, მკვეთრად გააკრიტიკა რა გორბის გამოკითხვები, რომელიც ვციტირებ: “შიდა მოხმარებისთვის“ იქნა გამოყენებული;
• პრეზიდენტმა ქართული ოცნება ამხილა საგარეო პოლიტიკურ პარტნიორებთან ირაციონალურ დაპირისპირებაში. მისი კრიტიკის მიმართულებები მოიცავდა შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას, ბალტიისპირა ქვეყნებთან დაპირისპირებას, პოლონეთთან დაპირისპირებას და უკრაინასთან დაპირისპირებას, მაშინ როცა ეს უკანასკნელი ომის ქარცეცხლშია გახვეული;
• პრეზიდენტმა ქართული ოცნება ამხილა სანქციებთან მიერთების პოლიტიკის არათანმიმდევრულობაში, სადაც არ არის გამოკვეთილი ცალსახა პოზიცია და ორაზროვანი დამოკიდებულებით ბევრი საკითხი დაუქვემდებარა განზოგადებულ ინტერპრეტაციას;
• პრეზიდენტმა შეეხო ქართული ოცნების პრეზიდენტთან დაპირისპირების ეპიზოდსაც და ეს საკითხიც განიხილა, როგორც შეცდომების გადაფარვის მცდელობა;
• პრეზიდენტმა მოიხსენი ოპოზიცია კონსტრუქციულად, რომლის წინადადებები ქართულმა ოცნებამ არ გაითვალისწინა;
ეს იყო ქართული ოცნების კრიტიკის ნაწილი მაგრამ ქალბატონმა სალომემ ასევე სცადა დაეკავებინა ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის სასარგებლო პოზიცია:
• ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ევროპის საბჭოს პარლამენტის რეზოლუცია განიხილა როგორც ტექნიკური ნაწილი, რომელსაც არ აქვს ტექნიკური იმპლემენტაციის მექანიზმი;
• ბიძინა ივანიშვილზე გაკეთებული ჩანაწერი, განიხილა როგორც ოპოზიციის აქტიურობის და ქართული ოცნების უპატიებელი პასიურობის შედეგი;
• ბიძინა ივანიშვილზე გაკეთებული ჩანაწერი არის ქართული ოცნების კონფლიქტური და დაუფიქერებელი პოლიტიკის შედეგი რომელიც ვციტირებ: „გარედან გამოიყურება ისე“, რომ ქართული ოცნება უპირისპირდება დასავლეთს.
წარმოდგენილი პუნქტები არის განა ინტერპრეტაცია, არამედ განცხადების რეზიუმირებული შინაარსი. ანალიზს გთავაზობთ წინააღმდეგობის სამკუთხედის შეფასებას რომლის კუთხეებს შეადგენს სალომე ზურაბიშვილი, პარტია ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი. განცხადებამდე არსებული კონტექსტიდან და განცხადებიდან ცხადია რომ პრეზიდენტსა და ქართულ ოცნებას შორის დიდი კონფლიქტია. უთახნმოება დაიწყო მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გააკეთა „უნებართვო“ ვიზიტების სერია ევროპაში, რომელიც ირაკლი კობახიძემ არაკონსტიტუციურად მიიჩნია და პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტიც ივარაუდა. ცხადია რომ კონფლიქტი არ მინელებულა რადგან პრეზიდენტმა პარლამენტშიც იგივე პათოსში გააკეთა მოხსენება და ქართული ოცნება საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივებაში დაადანაშაულა. როგორც განცხადებიდან ჩანს პრეზიდენტი ზურაბიშვილი მის წინააღმდეგ აგორებულ პოლიტიკურ ტალღის ნაწილად არ მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილს და გვიხატავს ისეთ სურათს რომ ეს კონფლიქტი საკუთრივ პარტიიდან მოდის. გუშინდელი განცხადებით პრაქტიკულად მოუხმო ბიძინა ივანიშვილს, რომ არაეფექტური პარტია ქართული ოცნება ქმნის მისი რეპუტაციის და ბიზნეს საქმიანობის დამაზიანებელ გარემოს და ამ დაპირისპირებაში ყოფილმა პრემიერმა მისი მხარე უნდა დაიჭიროს. ასევე გამოვლინდა ქალბატონი ზურაბიშვილის ზოგიერთისთვის სუსტი და ბევრისთვის ძლიერი მხარე__ის ცალსახად პროდასავლური პოლიტიკოსია. აქ გადის კონფორმიზმის ზღვარი, სწორედ აქ არ შეუძლია მორჩილება და პრინციპების ღალატი. ცხადია ამ ღირებულებითი ანატომიის მიზეზი მისი წარსულია, ის გახლდათ საფრანგეთის დიპლომატიური სკოლის მოღვაწე და ევროკავშირი, ევროპის საბჭო, ეუთო და ნატო ის ორგანიზაციებია რომელთა პოლიტიკური დღის წესრიგის დისონანსში არსებობა ვერ წარმოუდგენია. სწორედ ამიტომ 16 ივნისს დაანონსებული სახალხო მიტინგი, სადაც უნდა დავადასტუროთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების ერთობა, მიმაჩნია მის პირად ინიციატივად. ჩემი აზრით საზოგადოებამ ამ ინიციატივას დადებითად უნდა გამოეხმაუროს.
რაც შეეხება ევროპის საბჭოს რეზოლუციის შინაარს, რომლის მნიშვნელობა ქალბატონმა სალომემ სცადა შეემსუბუქებინა, სამწუხაროდ ასე არ არის. მდგომარეობის შეფასებისთვის მინდა შეგახსენოთ როგორ აგროვებს ევროპის საბჭო ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე ინფორმაციას, ინფორმაციის წყაროებია: პოლიტიკური ოპოზიცია, პრესა, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშირისო ორგანიზაციის წარმომადგენლობები, გაეროს ოფისები, ნატოს წარმომადგენლობა, ევროკავშირის წარმომადგენლობა, ევროპის საბჭოს წარმომადგენლობები, საელჩოები, პოლიტიკური ექსპერტები. ქართული ოცნება კი ცდილობს რეზოლუციის შინაარსი მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შეთქმულების შედეგად წარმოადგინოს. თქვენი ნებაა რომელს ირწმუნებთ მეგობრებო, სასწორის ერთ მხარეს არის ზემოთმოყვანილი ორგანიზაციები, ხოლო მეორე მხარეს კი ყაველაშვილის დაგინება, აირჩიეთ.
This post has been edited by mepar on 15 Jun 2022, 22:15