თავფანჩარამ რა კლედ გვინდა ეგ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსიო:
https://www.youtube.com/watch?v=ypi6ptVp7BMირაკლი კობახიძე - კანდიდატის სტატუსი პრაქტიკული თვალსაზრისით არაფერს იძლევა - თითქოს ფულს ნიშნავს, ბავშვები წავლენ განათლების მისაღებად, სრული ტყუილია
თვითონ კანდიდატის სტატუსი, როგორც ასეთი, პრაქტიკული თვალსაზრისით არაფერს იძლევა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.
კობახიძის მტკიცებით, კანდიდატის სტატუსთან არც „მეტი ფული“ არ არის დაკავშირებული და არც ევროკავშირში გაწევრიანების ვადის კუთხით არაფერი იცვლება.
„თვითონ კანდიდატის სტატუსი როგორც ასეთი პრაქტიკული თვალსაზრისით არაფერს არ იძლევა, ჩვენ ამაზე გვქონდა განმარტება, არცერთი ევროთი მეტს არ გაძლევენ, კანდიდატის სტატუსთან მეტი ფული არ არის დაკავშირებული, ვალდებულება არ უჩნდება ევროკავშირს. ვადების კუთხითაც არანაირად არ იცვლება შენი პერსპექტივა, ისევ 5 წელიწადში 10 თუ 15 წელიწადში მოგანიჭებენ წევრის სტატუსს, არანაირად არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როდის გახდი კანდიდატი. პრაქტიკული კუთხით რეალურად არაფერი იცვლება. ამაზე ტყუილები ისმის „ნაცმოძრაობის“ არხებზე, ამბობენ, რომ თითქოს ფულს ნიშნავს, ბავშვები წავლენ განათლების მისაღებად, სრული ტყუილია, არაფერი მეტი არ გეძლევა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.