ketaaa2000-იანების დასაწყისში სოც.ქსელები არ იყო მოხოდილი, ფორუმს ვინც ნახავდა, ალბათ 100-დან 99 დარეგისტრირდებოდა და შეიკრა მასა, რომელმაც მერე სხვა მასებიც მოიყვანა. მაგრამ ნელ-ნელა მოიხოდა fb, instagram, tiktok. ძველი იუზერები დაოჯახდნენ, დაბერდნენ, მოკლედ წავიდნენ, ახლები არ მოდიან ჯერ იმიტომ რომ ბევრი არც შემოიხედავს აქ და ვინც შემოიხედავს, იმათთვისაც არამიმზიდველი სიტუაცია იქნება, ცოტა იუზერი და სრული უმრავლესობა უინტერესო.
ერთმანეთთან საკონტაქტოდ მესენჯერები არსებობს.
ერთმანეთის გასაცნობად ფეისბუქი, ინსტაგრამი, ტინდერი არსებობს.
ყურადღების დეფიციტის შესავსებად, ეთენშენ ჰორობის სინდრომის დასაკმაყოფილებლად, ასევე ზემოთ ნახსენები აპლიკაციები არსებობს.
რამეზე საუბარი უცხო ხალხთან დღევანდელ თაობას რაში უნდა აინტერესებდეს, ყოველ თავისუფალ წუთს კვდება ტიკტოკის სქროლვაში და იქ იღებს საჭირო ენდორფინებს, დაზომბებული.
მოკლედ, ვერანაირ მიზეზს ვეღარ ვხედავ, რატომ უნდა მოვიდეს აქ ხალხი და არც მოდის
This post has been edited by _Pagliacci_ on 17 Jun 2022, 14:06