"ომის პარტიის ლობისტები, ანტი-ევროპა, საქართველოს მტრები და ა.შ"
1. ანდრიუს კუბილიუსი - ევროპარლამენტარი (ლიეტუვის ექს-პრემიერ მინისტრი).
2. კარლ ბილტი - შვედეთის ექს-პრემიერ მინისტრი.
3. ვიოლა ფონ კრამონი - ევროპარლამენტარი (ბუნდესტაგის ექს-პარლამენტარი).
4. მარკეტკა გრეგოროვა - ევროპარლამენტარი.
5. ევროპული სახალხო პარტია.
"ქართული ოცნების" მოკავშირეები ევროპარლამენტში...???
ვინ არიან? ვინმემ მათი სახელები და გვარები იცის? ვინმეს სახეზე უნახავს ეს ხალხი? ქოცები იძახიან "ჩვენი ევროპელი მეგორები გვეუბნებიან რომ..." სად არიან ეს "მეგობრები"? ამ წუთას ჩვენთან არიან ამ ოთახში?

არა, სერიოზულად ვკითხულობ რატომ არ გამოდის არცერთი ევროპარლამენტარი და არ ამბობს რომ "ქართული ოცნება ყველაფერს სწორს აკეთებს და "ომის პარტია" და მისი ლობისტები უშლიან ხელს საქართველოს ევრო ინტეგრაციაში, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქი კი არა ნამდვილი ევროპელია და საქართველოს სასახელო შვილი და მეცენატი, რომ ვიღაცეებს საქართველოს ომში ჩათრევა უნდათ"??? ერთი, ერთი ევროპარლამენტარიც კი ვერ დაარწმუნეს საკუთარ სისწორეში, ერთიც კი ვერ მოისყიდეს, არავინ არ ისურვა რომ ივანიშვილის ლობისტი გამხდარიყო.
დამაფიქრებელია არა?