#59342002 · 22 Jun 2022, 09:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ედიკას მერე ქვეყანამ გაიღვიძა და მიმოიხედა. საქმე ლაპარაკის ნაცვლადო და დაიწყეს(დასრულებაზე არ არის საუბარი). არჩევანი გააკეთა ჟვანიამ.შემოგვთავაზა გუნდური მუშაობის პრინციპი და შეკრა გუნდი. ეს გუნდი შეიქმნა მთელი ქვეყნის მოსახლეობის არეალში. როდესაც მოვიდა ბიძინა და შეკრა თავისი გუნდი - არეალი უფრო მცირე ჰქონდა - ქვეყნის მოსახლეობას მინუს ნაციონალები და მისი მომხრეები. თუ გავითვალისწინებთ,რომ ნაციონალები თვითონ გამორჩეული პიროვნებები იყვნენ,ლოგიკურია,რომ ქოცებს თავისი არჩევანის პრინციპის საფუძველზე(ყველას მინუს ნაცები)- არეალად ერგოთ ერთხელ უკვე გადანარჩევი მასა. ამ ხნის განმავლობაში ნორმალური გარემო აღზრდიდა გამოსადეგ კადრებს,რომლებიც სწორ გზაზე დააყენებდა ქვეყანას,მაგრამ დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს გაწერილი სვლაგეზი - საით მიჰყავთ ქვეყანა(ან ჩვენ არ გვეუბნებიან). ეს ამხელა შესავალი ახლახანს მოსული ვიცემერის ახლახანს მიღებულმა ბრძანებამ გადამაწყვეტინა: გამოიცა ბრძანება,რომ საბავშვო ბაღების თანამშრომლებმა ივლისის ბოლომდე უნდა იარონ სამუშაოზე; ეს მაშინ,როცა ბავშვები დათხოვილები არიან.საბავშვო ბაღის თანამშრომლები ამ გადაწყვეტილებას ვერავითარ ლოგიკაში ვერ სვამენ. აქ ხომ არაა საუბარი არც რუსებზე,არც ევროკავშირზე, არც ბიძინაზე და არც მიშაზე. უბრალოდ - აიღო და ხია - ეგრე მინდაო. იქნებ ძაღლის თავია დამარხული სადმე? იქნებ აქვს რაიმე ლოგიკა,რომელიც სულ ადვილი მისახვედრია და უმეცრების გამო ვერ ხვდება ჩემის ჩათვლით?
|