* * *
ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები კალინინგრადის გარშემო.
კერძოდ, მას შემდეგ რაც ლიეტუვამ დაიწყო ევროკავშირის სანქციების აღსრულება და დაბლოკა რუსული კავშირები ევროპის შუაგულში მდებარე რუსულ ტერიტორიულ ერთეულზე, კალინინგრადში შეწყდა სახმელეთო ტვირთების მიწოდება რუსეთიდან და პირიქით.
რის გამოც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კალინგრადი სახმელეთო ბლოკადაში მოექცა. საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიმუქრა, რომ თუ კი სასწრაფოდ არ მოხდება კალინგრადის ოლქის სახმელეთო დებლოკირება, მიიღებს შესაბამის ზომებს აღნიშნული მისაღწევად.
შესაბამისი ზომები კი გახლავთ, მისი ძალისმიერი გზით დებლოკირება, რადგანაც ლიეტუვის განცხადებით, ის არ აპირებს რუსეთის მოთხოვნისა და შემდგომ უკვე მუქარის ფონზე, ევროკავშირის სანქციების აღსრულებაზე უარის თქმას, შესაბამისად კალინინგრადის ოლქისთვის რუსეთთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო კორიდორის გახსნას.
ვითარებას გამოეხმაურა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, კერძოდ წუხელ გამართულ ბრიფინგზე, სახ.დეპის სპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს NATO-ს მე-5 მუხლს - " ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მოკავშირეებს NATO-ში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ლიეტუვას. ჩვენი ვალდებულება NATO-ს მე-5 მუხლისადმი - წინაპირობით, რომ ერთზე თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას ყველაზე - შეუალია" - აცხადებს ნედ პრაისი.
პარალელურად რუსეთმა ბალტიის ქვეყნების საზღვრებთან მასშტაბური პროვოკაციები დაიწყო, ორი დღის წინ დაფიქსირდა ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა, რუსული შვეულმფრენის მიერ, რის გამოც ტალინში საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს. როგორც ესტონელი ოფიციალური პირები აცხადებენ, ვითარება სერიოზულია და ძალიან რთულია, რადგან რუსეთი ინტენსიურად ახორციელებს იმიტირებული სარაკეტო და საჰაერო თავსეხმების წვრთნებს NATO-ს საზღვრებთან.
უქმად არც NATO-ელი მოკავშირეები არიან, სწორედ ლიეტუვის მიერ კალინინგრადის ოლქისთვის სახმელეთო-სატრანსპორტო ბლოკადის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბალტიის ზღვაში შევიდა NATO-ს საავიამზიდო დამრტყმელი ჯგუფი და მოკავშირე სახელმწიფოების 75 სხვადასხვა ტიპის საბრძოლო ხომალდი, პარალელურად ბალტიისპირულ ქვეყნებში გაიმართა მე-5 თაობის F-35-ის ტიპის გამაანდგურებლების ესკადრილიების სასწავლო ფრენები, სადაც იმიტორებულად განადგურებულ იქნა მტრული პოზიციები.
დაველოდოთ ისედაც რთული ვითარების განვითარებას, რომელიც კალინინგრადის ბლოკადამ კიდევ უფრო დაამძიმა.
ტექსტი ტელეგრამიდან
https://t.me/worldmilitary12345/3697 This post has been edited by G1oba1 on 22 Jun 2022, 11:54