არსებული ინფორმაციით რობოტმა სენსაციური რამ გააკეთა კერძოდ მან ოკეანის ფსკერზე განძს მიაგნო, რომელიც დაახლოებით 17 მილიარდი დოლარის არის.
კოლუმბიის არმიამ გამოაქვეყნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი გემის ჩაძირვის სურათები, რომლის ადგილმდებარეობა უცნობი იყო თითქმის სამი საუკუნის განმავლობაში და კონკრეტული მდებარეობა დღემდე არ საჯაროვდება.
ესპანური გემი დატვირთული იყო საგანძურით, როდესაც ის ჩაძირეს ბრიტანეთის საზღვაო ფლოტის გემებმა 1708 წელს ესპანეთის ომის დროს. გემს ბორტზე დაახლოებით 600 ადამიანით, გადაჰქონდა მინიმუმ 200 ტონა საგანძური, მათ შორის ოქროსა და ვერცხლის მონეტები და ზურმუხტი, რომლის ღირებულებაა 17 მილიარდ დოლარამდეა დღევანდელი ფასებით.
სურათებმა გამოავლინა ბევრი ახლადაღმოჩენილი საგანძური, მათ შორის ჩინური კერამიკა, ოქროს მონეტები, ხმლები და ქვემეხები.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)