#59343143 · 22 Jun 2022, 16:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ ტყუილს პროპაგანდირებს ოცნების პროპაგანდა და ღარიბაშვილმაც იგივე გაიმეორა.
თითქოს უკრაინა იმიტომ იღებს კანდიდატის სტატუსს რომ ომობს და ჩვენ იმიტომ არ მოგვცეს რომ არ ვომობთ.
სინამდვილეში, უკრაინა ომით ხაზს უსვავს იმას, რომ მათ უნდათ თავისუფლება, ამისთვის ბრძოლობენ. იმიტომ კი არ ბრძოლობენ რომ ომი უნდათ, იმიტომ ბრძოლობენ რომ თავს დაესხა სხვა ქვეყანა და ტერიტორიას ართმევს.
ჩვენ ამ დროს რა მოგვეთხოვებოდა? უნდა გვეჩვენებინა რომ ჩვენც გვინდა თავისუფლება და გამოდის ამ დროს ჩვენი ვითომ პრემიერი და ამბობს საჯაროდ, უკრაინა იჩაგრება, უკრაინის ხელისუფლება უკრაინის ხალხს ანადგურებს. სანქციებს აზრი არ აქვს. მსოფლიომ უკრაინა გაწინრა და ა.შ. ერთი ერთზე იმეორებს რუსული პროპაგანდის მესიჯბოქსებს.
ანუ, ევროპამ უკრაინაში და მოლდოვაში დაინახა პერსპექტივა. კანდიდატის სტატუსი არ ნიშნავს წევრობას. ნიშნავს იმას რომ ეს ხალხი მზადაა მივიდეს წევრობამდე, ჩვენთან კი რა დაინახა, რუსი ოლიგარქი და მისი თოჯინები. რომლისთვისაც წითელი ხაზი არის ერთი ტიპი. რუსი ან ნარუსალი ოლიგარქი. და გვითხრა, კი რაღაც რეფორმები გაქვთ მაგრამ ევროპული პერსეპქტივამდე თქვენ მისვლის შანსი არ გაქვს. რადგან გაქვთ ოლიგიარქიული მმართველობა. ეს უნდა დაასრულოთ.
არ აქვს მნიშვნელობა დღეს ჩვენ წინ ვართ და მოლდოვა ან უკრაინა უკან. უპირატესობა მიენიჭა პერსეპქტივას. თუ შენ მესამე სართულზე ხარ და ისე კარგად მოეწყვე მესამე სართულზე, ზემოთ ასვლის შანსი აღარ გიჩანს, მეორე სართულზე მყოფი რომელიც მზადაა ავიდეს ზემოთ. უფრო მეტად პერსპექტიულია.
ეს მოხდა ეხლა. უკრაინის და მოლდოვის ხელისუფლებებმა მოახერხეს ის რომ, ევროპის ქვეყნებს დაანახეს რომ ისენი მზად არიან ყველაფერი გააკეთონ ევროპაში შესასვლელად.
ჩვენი ხელისუფლება კი აგინებს მათ და უარყოფს ყველაფერს. ივანიშვილის გამო ლობიოზე დავჯდებითო. ყველაფერი კარგადაა, სასამართო სწორად ვითარდებაო, 5 ივლისს ორგანიზატორები არ ყოლიაო და სრული არამზაობა იმის რომ რეფორმები გაატარონ.
ესაა ის რის გამოც ჩვენ სტატუსს არ გვაძლევენ და არა ის რა საფეხურზე ვართ ეხლა.
This post has been edited by manuchari123456 on 22 Jun 2022, 16:06
|