#59884031 · 5 Dec 2022, 19:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩემი აზრით ქოც-ხროვა ატარებს მიშას მოკვლის სპეცოპერაციას და ისეთი მზაკვრული ჩანაფიქრით, რომ თუ მოახერხებენ და მიშას ან შრომის და აქტივობის გარეშე არსებობას შეუნარჩუნებენ ან მოკლავენ, ეს აქტი მათ არ უნდა დაბრალდეთ. ალბათ გათვლილი სცენარი აქვთ, რომ მიშა საქართველოში არ უნდა გამოიყვანონ მწყობრიდან მოკვდინების ან სრული დაინვალიდების გზით, არამედ ისინი მას გაუშვებენ უცხოეთში ისეთ მდგომარეობაში, რომ მსოფლიოს ყველა ნობელიანტი მედიკოსიც რომ შეიკრიბოს მის სამკურნალოდ, ყველაფერი უკვე დაგვიანებული იქნება და ამაო. მისი ფიზიკური კონდიციები უკვე იმდენად იქნება მწყობრიდან გამოსული, რომ ვერავითარი სამედიცინო დახმარება ვერ უშველის და ან სრულებით დაუძლურებული და არააქტიური იქნება ლოგინად ჩავარდნილი ან სულაც ვერ აღიდგენს სასიცოცხლო ძალებს და ყველაფერი დასრულდება ლეტალური შედეგით.
ბინძური ქოცები კი დაიწყებენ უკვე შედგენილი სცენარით ბოდვას, რომ მათ ჰუმანური აქტით მიშა სამკურნალოდ უხოეთში გაუშვეს და ყველანაირ კომპრომისზე წავიდნენ მის გადასარჩენად. თანაც უკვე ნათლად გამოკრთება მათ საუბრებში სხვა სიცრუეებიც, რომ ავადმყოფი არ ემორჩილებოდა მედ-პერსონალს, არ იღებდა პრეპარატებს, რომ ყველაფერი ნაცების ბრალია, რომელთაც ის არეულობის მოსაწყობად ჩამოიტყუეს და რას არ მობოდავენ ჩიჩილაკ-დემონი და მისი ამფსონები.
გამოთაყვანებული ხალხი მათ მზაკვრობას დაიჯერებს. ქებასაც შეასხამენ და აქეთ დაგვამუნათებენ.
როგორც კიბოს მე-3 სტადიის დასასრული და მით უმეტეს, მე-4 სტადია აღარ ექვემდებარება მკურნალობას, ასეთივე მდგომარეობამდე რომ მიიყვანენ მე-3 პრეზიდენტს, მაშინ გაუშვებენ სამკურნალოდ და მათ მზაკვრობას ჰუმანისტურ აქტად შემოგვაჩეჩებენ. არ ვიცი, რამდენად სწორად ვფიქრობ...
This post has been edited by dylan on 5 Dec 2022, 20:24
--------------------
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!... ... ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ? ... ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა. ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.
|