22.06.2022 / 18:09აა
მარკეტა გრეგოროვა ირაკლი ღარიბაშვილს - ნუ იტყუებით, ჩამოდით ბრიუსელში და შეგვიძლია, ვილაპარაკოთ - ნუ იქნებით პრობლემა, იყავით გამოსავალი
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ მიმართა და მოუწოდა იყოს გამოსავალი და არა პრობლემა.
მარკეტა გრეგოროვას თქმით, მას არ უნახავს ღარიბაშვილი ბრიუსელში, მაშინ როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპელ პარტნიორებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეხვეწებოდნენ.
„თქვენ იყავით ბრიუსელში? მე ვერ დაგინახეთ. მაგრამ ვიყავი შეხვედრებზე ოპოზიციასთან და ყველა მათგანი თითქმის გვეხვეწებოდა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ასე რომ, ნუ იტყუებით. ჩამოდით ბრიუსელში და შეგვიძლია ვილაპარაკოთ. ნუ იქნებით პრობლემა, იყავით გამოსავალი“, - განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.
ცნობისთვის, როგორც დღეს საქართველოს მთავრობის მეთაურმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას“ სააკაშვილის ხელმძღვანელობით არ სურდა და არ სურს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
მისი თქმით, „ლელოს“ პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.