აი ძალიან ღრმათა ვიყავი სიზმარში რააა
პლანეტებს ვქმნიდი და მერე ამ პლანეტებზე დავხტოდი და დავფრენდი
ერთი პლანეტა რო შევქმენი და წამებში გაიზარდა და გახდა უზარმაზარი და მერე მაგ პლანეტიდან გადავხტი, გადავეშვი კოსმოსში, ტანსაცმლის ძაფით გამოვედე პლანეტას
მაგრამ მარტივად მოვიშორე
თითქოს ადამიანი ობობა ვიყავი და ქსელი გავუშვი
მერე ვარსკვლავებით მოჭედილ კოსმოსში გადავეშვი
ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ შეგრძნება - ძალიან მძაფრი
აი მართლა რო ხტებოდეთ ძალიან დიდი სიმაღლიდან, ზუსტად ეგ შეგრძნება იყო
ისე ბავშვობაში მესიზმრებოდა ხშირად და ასე 1 თვის წინაც ზუსტად იგივე დამესიზმრა
ჩემი სახლის ფანჯრიდან ვხტებოდი და არაფერი მომდიოდა
აი ბავშვი რო სასრიალოზე ჩამოსრიალდება - ვიიი
და მერე ისევ აბრუნდება და ისევ ჩამოსრიალდება
აი ეგრე ვხტებოდი ჩემი სახლის ფანჯრიდან
მერე ეზოდან ისევ სახლში ამოვდიოდი და ისევ ვხტებოდი
ნუ მთლად ასე მარტივადაც არ იყო
მთელი შეგრძნებები და ფიქრები - ვაიდა ამჯერად არ გამიმართლოს და მოვკვდე
ზოგჯერ მთლად ფარფატით არ ვეცემოდი ეზოში, ფეხები მტკიოდა რო ვვარდებოდი
მაგრამ ნუ არ ვკვდებოდი
ისე მოვმკვდარვარ კიდეც სიზმარში, სადღაც გეტოში ჩამცხრილეს

ძაან ვარდისფერ ფერებში იყო ეგ სიზმარი, საკაიფო განათებები იყო გეტოში
ერთხელ ნიანგმაც შემჭამა
აუ გუშინწინ პლანეტებზე რო დავმოგზაურობდი, ცოტა დამღლელი იყო, ხო გითხარით ძაან ღრმად ვიყავი მეთქი
ხოდა რაღაც მომენტში გავახილე ცალი თვალი
რო ვნახე რო ოთახში ვიყავი და ის უბრალოდ სიზმარი იყო, დავხუჭე ისევ, აბა კიდევ რა მოხდება
და მერე უკვე მთები ვნახე უდაბნოში, რომლებიც ნიანგებად მეჩვენებოდა
მეთქი ოპ ოპ ამის ნახვა აღარ მინდა, დავიღალე
და გავახილე თვალები და გავიღვიძე
აი ზოგი წლების წინ ნანახი სიზმარი დღემდე მახსოვს და მახსენდება ესთეტიკურად იმდენად დასამახსოვრებელი იყო
თქვენ არ ხართ ეგრე?