ერთი ფორუმელი ბიჭის მიმართ მქონდა სიმპათიები.
ვესაუბრებოდი ბევრს. მეგობრულად ჯერ და მერე ორივე მხრიდან იყო კიდევ რაღაც.
ძალიან იშვიათად რომ ვინმეს ასე ვწერო. და მეგონა განსაკუთრებული იყო.
მერე გავიგე რომ სხვა გოგოს ესაუბრებოდა ასევე პმ-ში.
რაღაცნაირად მეხამუშა. არაფერი არ იყო ჩვენს შორის მაგრამ აღარ მინდოდა სიღმისეული საკთხები მასთან.
დამეკარგა მუღამი, დამეკარგა ის გასანკუთრებულობის შეგრძნება.
ზედაპირული ბევრი პმ-ია ისედაც ჰოდა რაღაც ჭ მიზეზით დავადე.
მომწერა რამოდენიმეჯერ მაგის მერე მაგრამ თვეებია ხმა არ გამიცია.
ნუ თვითონ არ იცის რეალური მიზეზი მაგრამ ესაა. შეიძლება მიხვდა თვითონაც. არ ვიცი.
ამის გამო ბევრ ფორუმელ ბიჭს საერთოდ არ ვეპასუხები სიმპათიებით რომ მწერენ.
უბრალოდ არ მგონია სერიოზული მაგათი გამოხატული სიმპათიები და ცანცარს კაი ხანია შევეშვი.
ზოგთან ზუსტად ვიცი რო აი რასაც მე მეუბნება იგივეს სხვა გოგოს უკოპირებს
და რავი მიტყდება.
აქ ასევე არიან ზოგი მამრი იუზერები ყველა ფემუზერს რომ წერენ. მაგათ სათოფეზე არავინ ეკარებათ.
ქალებს რომ გვაბრალიან რეზერვში გყავთ ბიჭებიო აბა ეგ სხვა რა არის?
ჰოდა... მე ვარ მესაკუთრე თუ ეგენი ხამები? რომ გაიღვიძებთ დაფიქსირდით