მოგესალმებით მეგობრებო.
ძალიან ვნერვიულობ იკმაზე რაც ხდება ჩვენი ცაფირუზხმელეთზურმუხტოვანი სამშობლოს თავს. ვეცდები ჩვენი მოსახლეობა და მისი პოლიტიკური ხედვები და კუთვნილება გავაანალიზო, ხოდა ასეთ სურათს ვიღებ:
- ნაც-მთავრობის ყოფილი თუ ამჟამინდელი მომხრეები, რომლებსაც ოდესღაც მათ მიერ დატრიალებუ;ლ უსამართლობებზე ხმა არ ამოგვიღია. ახლა, ქოცების მიერ იგივე უსამართლობების შემხედვარეებს თვალები აგვეხილა და ვაპროტესტებთ. ვფიქრობ ისეთ შეცდომებს აღარ დავუშვებთ და უსამართლობას აღარ ჩავადენონებთ აღარავის.
- ქოც მთავრობის ამჟამინდელი მომხრეები, ოდესღაც ნაცების უსამართლობებს სწორად აკრიტიკებდნენ, იბრძოლეს კიდეც პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის, სამართლიანი საარჩევნო გარემოსთვის, თავისუფალი სასამართლოსთვის, პოლიტიზირებული ძალოვნების არაპოლიტიზირებულად გარდაქმნისთვის და ბევრი რამისთვის მაგრამ ახლა მათი ფავორიტი მთავრობის ხელისუფლებაში ყოფნისას ეს ყველაფერი რაღაცნაირად მიავიწყდათ. მეტიც, ქოცების ძალადობას გამართლებასაც მოუძებნიან. ეს ბრძოლა გვერდზე გადადეს და მხართეძოზე წამოწვნენ, თუ ვინმე მათ სიმშვიდეს ბუზს აუფრენს საშინლად ღიზიანდებიან.
- ხალხი რომლებიც ნაცებსაც აკრიტიკებდა და ქოცებსაც აკრიტიკებს. ეს ყველაზე პრიციპული და სამართლიანი ხალხია თუმცა არც თუ ისე ბევრნი არიან. მიუხედავად ამისა ყველას ეს საზოგადოების ეს ფენა ეჯავრება. მახსოვს ნაცების დროს ერეკლე დეისაძეც კი ნაცებს აკრიტიკებდა, მახსოვს ნინია კაკაბაძის მიშაზე ძიალიან კრიტიკული წერილი გაზეთ 24 საათში, არასამთავრობოების კრიტიკული დამოკიდებულება ნაცებისადი. ჟურნალისტების პრინციპული პოზიციები. მაგალითად მე ნინო ჟიჟილაშვილს დასანახავად ვერ ვიტანდი, ისევე როგორც დღეს ქოცებს ეჯავრებათ ეგეც და ინგა გრიგოლიც და სხვა ბევრიც.
- ყველაზე გარეწარი ფენა, ნაცების დროს ნაცები რომ იყვნენ და დღეს ქოცების მლოკველები რომ არიან, ბიზნესის, გავლენების არ დაკარგვის და აშ გამო. აქ ძირითადად ქართველი ვითომ ბიზნესმენები ზოგი ვითომ პოლიტიკოსი მოიაზრებიან. (ქოცების ლიდერშიპს შეგიძლიათ გადახედოთ, ნაცების სტრუქტურებში ნამუშევრებს, საწვავის ბიზნესში ჩართულ ყოფილ მიშისტებს დღეს რომ ბიძინას მზეს ლოცულობენ) ამ ხალხს არანაირი პრინციპი არ გააჩნიათ. გვარებს და სახელებს შეგნებულად არ ვწერ.
- არიან ასევე ახალგაზრდები რომლებიც ძველ უსამართლობებს არ მოსწრებიან და მხოლოდ არსებულ უსამართლობებს ხედავენ ქოცები ამათ ყველას ნაცებს ეძახიან.
-ორკები, ბნელები, გამგეობებში და ააიპებში "დასაქმებული" მოძველბიჭო ელემენტები და საზოგადოების ფსკერი ფენა - როგორც ამჯერად ქოცების და სხვა გარე ძალების სასარგებლო იდიოტების ფენა.
ვინ უფრო ბევრია და ვინ უფრო აქტიურია ამას დრო გვაჩვენებს.
ჯერჯერობით კი ბიძინა იგებს

თქვენ რას იტყვით იუზერნო?