#59393066 · 7 Jul 2022, 11:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს თემა ეხება უკანასკნელი 20 წლის მმართველობის ანალიზს, თემა გავყოთ 4 ეტაპად და ქვემოთ ნახავთ რატომ 4 ეტაპი.
I ეტაპი - 2003-2008 წლები - ეს იყო მართლა რევოლუცია კავკასიაში, ეკონომიკური ბუმი, უამრავი რეფორმა (თუმცა ბევრი არაძირეული და ძირეული), საქართველო გამოჩნდა რუკაზე, კრიმინალის დედის წიოკი და ა.შ ინსტიტუციების ასე თუ ისე შენება. ეს რა თქმა უნდა არ შეესაბამებოდა პუტინის რუსეთის გეგმებს და ყველაფერი გააკეთა V კოლონის დახმარებით და ომითაც კი რომ, ჩვენი ეს დიდი ნახტომი დაეტორმუზებინა.
ეს ეტაპი ხასიათდება უდიდესი წარმატებებით და წინსვლით.
II ეტაპი - 2008-2012 წლები - რუსეთთან წაგებული ომის შემდეგ(რა თქმა უნდა რუსეთმა დაიწყო) აქტიურად ჩაირთო რუსული მსოფლიო პროპაგანდა და საქართველოშიც ამუშავდა კოლონა რომლის მთავარი მიზანიც იყო ხელისუფლების დისკრედიტაცია და ამას სამწუხაროდ იმ დროინდელმა ლიდერებმა არათუ ვერ დაუპირისპირეს ვერაფერი, პირიქით თვითონ აძლევდნენ საბაბს და მართლაც ჰქონდათ თავზე გადაჯმული უკვე. ამ 4 წელში მნიშვნნელოვანი რეფორმები შეჩერდა და ხელისუფლება 2009 წლის შემდეგ განსაკუთრებით ზრუნავდა მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნებაზე.
ეს ეტაპი ხასიათდება რეგრესით და ძალაუფლების შენარჩუნებით.
შეცდომები/დანაშაულები: 1) სასამართლო რეფორმის არ გატარება და მათთვის კისრის არ მოტეხვა 2) საპატრიარქოს გაბლატავება 3) მედიაზე ზეწოლა 4) ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები 5) ბიზნესის რეკეტი (ძალადობრივი) 6) სისხლები (7 ნოემბერი, 26 მაისი და ა.შ) 7) კორუფცია ელიტარული მხოლოდ
წარმატებები/წინსვკლა: 1) ინსტიტუტების შექმნა (საპატრულო, იუსტიცია, საგადასახადო/საბაჟო, ჯარი) 2) ეროვნული გამოცდები (აქ ბევრი დააკლდათ ძალიან შემდგომ რეფორმებში) 3) მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები (ავტობანი, ქალაქების რეაბილიტაციები, ინდუსტრიული ზონები და ა.შ) 4) აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორის სტატუსი და საერთაშორისო რუკაზე გამოჩენა (ბუშის, ბაიდენის, ტრამპის და ა.შ ვიზიტები საქართველოში)
III ეტაპი - ქოციანობის დასაწყისი 2012 - 2016 წლები ამ ეტაპზე საქართველო მიდიოდა წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული ინერციით და ზუსტად ამ პერიოდში დასრულდა პროექტების დიდი ნაწილი რომელიც მანამდე იყო დაწყებული, ასევე ვიზალიბერალიზაცია და ა.შ ამ პერიოდში ქოცნება იყო ასე თუ ისე მრავალპარტიული და გადაწყვეტილებები მეტ/ნაკლებად დეცენტრალიზებულად მიიღებოდა. მიუხედავად უკვე ეკონომიკის ნგრევის დაწყებისა რაც ლარის კურსზეც აისახებოდა ოცნების საცეცები ღრმად არ იყო შესული სასამართლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ამ დროს ნაციონალური მოძრაობა იყო სრულად დისკრედიტებული და არ არსებობდა ძალა რომელიც ქოცებს დაუპირისპირდებოდა, შესაბამისად მოდიოდნენ უმრავლესობით.
IV ეტაპი - კიბოს ბოლო სტადია 2016 - 20.......(ღმერთკაცამ 2030 იო და) ისევე როგორც ნაციონალების II ვადის დროს, აქაც იგივე მოხდა, ქოცებს გამოეყვნენ სხვადასხვა პარტიები, წამოვიდა მეტნაკლებად დამოუკიდებელი ხალხი კოალიციიდან და ქოცებთან დარჩნენ კობახიზე/მდინარაძე-ს მსგავსი სიმბიოზები, რომლებიც მზად არიან ემსახურონ ბატონს უსიტყვოდ. სასამართლო, აღმასრულებელი, თვითმართველობები, პოლიცია/ჯარი/სუსი/შმუსი და ა.შ მთლიანად 1 ადამიანის ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება. დამტკბარი ურთიერთობები რუსეთთან, გაფუჭებული ურთიერთობები დასავლეთთან, დაკარგული შანსი ევროკავშირთან.
წინსვლა/წარმატება: 1) ასოცირების ხელშეკრუკების დასრულება (თუმცა ამათ არ დაუწყიათ) 2) ავტობანის გაგრძელება (თუმცა დიდი მაყუთი მოღუნეს და მოტეხეს) 3) მეტი ვერ გავიხსენე და თუ თქვენ გაგახსენდებათ მიამატეთ.
შეცდომები/დანაშაულები: 1) ინსტიტუციების ნგრევა და 1 კაცზე მორგება 2) ეკონომიკის დედისხვნა 2014 დან 3) რუსეთზე მიბმა და ჩახუტება 4) სისხლები (20 ივნისი, 5 ივლისი და ა.შ) 5) კორუფცია ყველა დონეზე და ზე-დონეზე აყვანილი ელიტარულ შრეებში 6) ანაკლიის ჩაგდება 7) დასავლეთის დისკრედიტაცია და რუსეთის უკანალისკენ სრული სვლით 8) მეტი ემიგრანტი 9) შემცირებული შობადობა 10) პანდემიისას უამრავი ადამიანის სიკვდილი პირდაპირი მნიშვნელობით და ვერ მართვა
ხოდა ესაა 20 წლიანი მმართველობა. საიდანაც ნახევარი დაიხარჯა ორივე მთავრობის ძალაუფლების შენარჩუნების ომში.
თუ რამე გაკვეთილი შეიძლება აქედან მივიღოთ არის ის რომ:
1) ძალაუფლება უნდა დაიხლიჩოს სასწრაფოდ 2) 1 ვადის მერე ყველა თავზე იჯვავს და რეგრესს განიცდის, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ და ყოველ 4 წელში ვცვალოთ. 3) ქოცები თუ დროზე არ დასრულდნენ საქართველო დასრულდება. ნებისმიერი გზით უნდა გააჯვან, რევოლუციის შედეგადაც კი. (სისხლების გარეშეც შეიძლება რევოლუცია)
--------------------
ყველას ნუ ამოიყვან ტალახიდან, ზოგი მისი ბინადარია.
|