მოკლედ იმედია მოდერი არ მიწყენს და არ დამიხურავს თემას
ეხლა რაც შეეხება გათამაშებას პირველი სწორი პასუხის ავტორი მიიღებს სრულიად ჯანმრთელ მეორად PNY 120 GB- SSD-ს
ამოცანა:
კაცი შევიდა ეკლესიაში და ღმერთს სთხოვა რა თანხაც მიდევს ჯიბეში გამიორმაგე და 10 ლარს ეკლესიას შევწირავო.
მართლაც გაუორმაგა და 10 ლარი შესწირა ეკლესიას აქედან გამოსული მეორე ეკლესიაში შევიდა და იგივე სთხოვა გამიორმაგე რა თანხაც მაქვს და 10 ლარს ეკლესიას შევწირავო.
მართლა გაუორმაგა და მეორე ეკლესიასაც 10 ლარი შესწირა, აქედან გამოსული მესამე ეკლესიაში შევიდა და იგივე სთხოვა მესამედაც გაუორმაგა და მესამე ეკლესიასაც 10 ლარი შესწირა.
მესამე ეკლესიიდან გამოსულს ჯიბეში აღარაფერი დარჩა 0-ლარი.
რა თანხით შევიდა პირველ ეკლესიაში კაცი?
წარმატებები