იუზერი NothingIzi-
ის თხოვნით იხსნება, არ დამთაგოთ მე 
დღეს ნაკლებად მესმის მათ მიმართ ქილიკი, რადგან ხალხი მიხვდა რომ ასე საუბარი "ცუდი გემოვნება" არის. მაგრამ ბევრი ისევ ზემოდან უყურებს მათ.
სომხეთი დაახლოებით იმავე საზღვრებშია ბოლო რამდენიმე ათასი წელიწადია. ისევე როგორც ჩვენ.
სომხეთს აქვს უძველესი ენა და კულტურა, ისევე როგორ ჩვენ. მათაც უნდათ დამოუკიდებლობა და ბედნიერება, ისევე როგორც ჩვენ.
რამდენიმე ათასი წელიწადია მეზობლები ვართ, შესაბამისად ცუდიც ბევრი გვახსოვს ერთმანეთის.
კარგიც არ დავივიწყოთ. აქ რომ ჩამოდიან, ძლივს სწავლობენ ჩვენ ენას, ერთი სიტყვა შეეშლებათ და მასხრად ვიგდებთ. მიდი აბა ისწავლე სომხური?!
მათ ჩვენზე უარესი გეოპოლიტიკური მდგომარეობა აქვთ.
თურქეთსა და აზერბაიჯანს სურთ სომხეთის საერთოდ გაქრობა!
სამხრეთით ესაზღვრება ირანი!
სხვა გზა არ აქვთ, რუსეთის ორბიტაზე არიან, რადგან უკეთესი მოკავშირე არ ჰყავთ.
საქართველოს დღეს რომ მართავდეს ადეკვატური მთავრობა, გავაკეთებით უამრავ პროექტს აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად.
თურქეთი არის ნატოს წევრი ქვეყანა. ერთადერთი მუსულმანური ქვეყანა ნატოში. უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი.
თურქეთმა რომ მოისურვოს, შეუძლია შავი ზღვა აქციოს ტბად. მათთან თანამშრომლობის გზების მოძებნა აუცილებელია ჩვენი მომავლისთვის.
თუქეთსა და აზერბაიჯანთან დამყარებული პარტნიორობის სანაცვლოდ შეგვეძლებოდა ვყოფილიყავით სომხეთის უსაფრთხოების გარანტი.
შესაბამისად, სომხეთს აღარ დასჭირდებოდა რუსეთის იმედად ყოფნა. სანაცვლოდ ჩვენი მადლიერები იქნებოდნენ.
რეგიონში საქართველო იქნებოდა სტაბილურობის საფუძველი. შესაბამისად ნატოშიც მიგვიღებდნენ და ევროკავშირშიც. ახლა რატომ უდნა მიგვიღონ, რას ვთავაზობთ მათ?
დღეს, ოფიციალური განცხდადებებით, სომხეთი უფრო მეტად უპირისპირდება რუსეთს ვიდრე საქართველო.
რამეს არასწორს თუ ვამბობ კრიტიკა არ დაიშუროთ.
This post has been edited by random1234 on 2 Jan 2023, 11:49