#59404516 · 11 Jul 2022, 09:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ფიზიკაში არსებობს ასეთი მცნება - მარგი ქმედების კოეფიციენტი. ამ კოეფიციენტს აქვს ასეთი შინაარსი:ის გვიჩვენებს შესრულებული მუშაობის რა ნაწილი არის სასარგებლო და რამდენი დაიხარჯა ფუჭად. ფიზიკოსები ჭკვიანი ხალხია და ხომ არ გადმოგვეტანა ეს და კიდევ მათი ზოგიერთი მცნება პოლიტიკაში? მაგალითად გაგვეანალიზებინა რაიმე პროცესიდან რა სარგებელს ვღებულობთ. ავიღოთ მაგალითად მიტინგი: ყოველი მიტინგის აუცილებელ ატრიბუტად, მახასიათებლად და შემფასებლად ითვლება მისული ხალხის რაოდენობა და კამათი ათი ათასი მოვა თუ არა,ან იყო თუ არა იმ მიტინგზე რომ იყო იმაზე მეტი და ა.შ. ამ საკითხზე მეცინება ხოლმე.გულიანად კი არა,ისე ჩავიცინებ ხოლმე. (არადა მუშაობს) გაიხსენეთ,რომელმა მიტინგმა და აქციამ გამიღო სასურველი შედეგი. არა,შედეგი ყოველთვის აქვს,მაგრამ გააჩნია ვისთვის.იმათზე მაქვს ლაპარაკი, ვინც "ხალხის" ქვეშ მოიაზრება,ანუ ვის გასაბრიყვებლადაც ტარდება ეს ღონისძიებები.დამერწმუნეთ:ხალხისთვის და ქვეყნისთვის ამ ღონისძიებების მარგი ქმედების კოეფიციენტი უსასრულოდ მცირეა და ნულს უტოლდება.(ედიკას გადაგომა არ მიხსენოთ ახლა.ეს გააცინე და მოიგეს თემაა) ასეთი თავყრილობები მოქმედი ხელისუფლებისთვის ჭრილოიბაზე მალამოს დადების ტოლია. არადა ტარდება. ახლა წარმოიდგინე შენი თავი ირაკლეების ადგილზე და დავუშვათ მოგივიდა ინფორმაცია,რომ ოპოზიციამ ჩუმად შეაიარაღი ხალხი და ხვალ იკრიბებიან მთავრობის დასამხობად. ასე გუშინდელივით გაუმართადი სცენას თავისუფლებაზე და დაუდგამდი მიკროფონებს რომ მელიას ჩაეძახა ხმამაღლა - მომყევით ბიჭებოო? თუ მართლა სულელები გგონიათ ვინმე? ან ეს შიმშილი და კარვების დაცემა რა არის? თქვს ვინმემ,რომ მიაჩნია დასაშვებად ის სცენარი,რომ გამოვა ირაკლი და ეტყვის - ადექით ბიჭებო, თურმე მართლები ყოფილხართ, დამნაშავე ვართ,დაკმაყოფილებულია თქვენი მოთხოვნები და მეტს აღარ ვიზამთო? მაშინ თქვენი ვარიანტი დაწერეთ რას მოელით ამ შიმშილობისგან და კარვების ღონისძიებისგან. (დემოკრატიულ ქვეყ.... ესეთებს არ ვიყოთ!). დაითვალეთ რამდენი მიტინგი გამართულა ერთიდაიგივე სცენარით და რამდენი დასრულებულა ერთიდაიგივე ფინალით. კი მაგრამ,როდემდე ან რატომ?
|