#61972113 · 19 Mar 2025, 20:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თურქეთში არეულობაა… ერდოღანმა მთავარი კონკურენტი დააპატიმრა, რასაც დემონსტრაციები მოჰყვა. ეკრემ იმამოღლუ 54 წლისაა, 2019 წელს მან მოიგო მერის არჩევნები სტამბოლში. ერდოღანმა მაშინ, მოითხოვა ხმების გადათვლა და მოითხოვა განმეორებითი არჩევნები, მაგრამ მათშიც იმამოღლუმ კიდევ უფრო დიდი სხვაობით გაიმარჯვა. 2023 წელს პოლიტიკოსს სურდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ვერ შეძლო - მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. სტამბოლის მერი წარმოადგენს მთავარ ოპოზიციურ რესპუბლიკურ სახალხო პარტიას, თურქეთის ერთ-ერთ უძველეს პოლიტიკურ ძალას. იმამოღლუ 2028 წელს დაგეგმილ არჩევნებში თურქეთის ლიდერის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ კონკურენტად ითვლებოდა.
|