სოხუმის დაცემა ათასწლეულები გაჰყვება ჩვენს ისტორიას შეუხორცებელ იარად. ჩვენ გვიყვარს ყველა ტრაგედიის სხვაზე გადაბრალება რათა პირად პასუხისმგებლობას დავუძვრეთ და ესაა მიზეზი რომ დღეს სახელმწიფოს მაგივრად მსოფლიოს კუდში---მაჩანჩალა სადეზერტირეთი გვაქვს. მოკლედ სოხუმი და აფხაზეთი დავკარგეთ იმიტომ,რომ შიგნით გავაჩაღეთ სამოქალაქო ომი.საბედისწერო გამოდგა არა მარტო პრეზიდენტ გამსახურდიას ბანდიტურად დამხობა, არამედ მისი უდროო დროს დაბრუნებაც საქართველოში,როცა წყდებოდა ომის ბედი.როგორც კი დაინახა შევარდნაძემ ზუგდიდში ჩამოსული გამსახურდია იმ წუთას გადაწყვიტა აფხაზეთის ჩაბარება,ასე რომ ეს სალოცავი მიწა და ხალხი ამ ორი პიროვნების სკამისთვის ბრძოლასაც შეეწირა. რომ არა ეს საბედისწერო ჩვენი შეცოდებანი ვერავითარი რუსი თუ კართაგენელი ვერ შესძლებდა სოხუმის აღებას და აფხაზეთის მოგლეჯას. ვისაც ვაწყენინე რა თქმა უნდა ბოდიშს ვუხდი,მაგრამ ესაა სიმართლე.
https://www.facebook.com/100046785023344/po...RXQ8tl/?app=fbl