ვეღარც წვიმით ვერთობი, ვეღარც ბუნებით იმდენად, გატრუხდა ყველაფერი
არადა როგორ მიყვარდა ბავშვობაში წვიმა .
წესით ყველა დეტალი საკაიფო და სასიამოვნოა ბუნების
უნდა დააკვირდე და იგრძნო
ვაკვირდები ხოლმე და ხეს რომ ვუყურებ მერე ფესვებზე ვფიქრობ
მერე როგორ აღმოცენდა
ოღონდ როცა ალკოჰოლი მაქვს მიღებული
ფხიზელზე ვერც ვამჩნევ
მიწის სუნი დღემდე მიყვარს და ზოგადად ბუნებაც, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად არის .
დროის თემაც არის და განწყობისაც ალბათ.
მაინცდამაინც უიმედოდ შეყვარებული უნდა ვიყო ეს აღვიქვა?
მამაჩემმა მთხოვა - გარეთ რაღაც დამრჩა და იქნებ შემოიტანოო და სიხარულით გავედიი შიშველი და მადლობა მამა ეს რომ განმაცდევინე - მეთქი
წვიმის ცივი წვეთები მისველებდა სხეულს
მაშასადამე ვარ ცოცხალი
გამახსენდა რა სასიამოვნო იყო ოთახიდან წვიმის ყურება
დაგიბრუნებიათ ის განცდა რაც ბავშვობის იყო?
გაშალეთ თემა
აი ამის წერის დროს მეხი ჩამოვარდაახლოს ,მომენტალურად დენიც გაითიშა
იმედია ანძები მაინც მუშაობს

ბავშვობაო და 90 -იანები კი გამიცოცხლდა ოდნავ
ახლა ნავთის სუნი მაკლია
მაგრამ ის სასიამოვნო განცდა მაინც ვეღარ დაბრუნდება