საქართველოში მოადგილეებს მინისტრებზე მაღალი ანაზღაურება აქვთ, მინისტრებს კი - პრემიერზესაქართველოს მთავრობაში სახელფასო პოლიტიკა რთულ ლოგიკას ექვემდებარება. მის შედეგად, სამინისტროებში მოადგილეებს მინისტრებზე უფრო მაღალი ანაზღაურებები აქვთ, მინისტრებს კი პრემიერ-მინისტრზე უფრო მაღალი ანაზღაურება აქვთ. ზოგიერთი მოადგილე პრემიერზე ორჯერ მეტ ანაზღაურებას იღებს. ამასთან, პრემიერზე ოთხჯერ მეტი ხელფასები გაიცემა ზოგიერთი მარეგულირებლისა და სახელმწიფო კომპანიის მენეჯმენტში, ასევე საქართველოს ელჩებზე უცხოეთში.
ხელფასების მოცულობის შედარებისთვის აღებულია პრემიერების და მინისტრების მიერ ნამუშევარი სრული წლები. მაგალითად, 2020 წლის განმავლობაში მაშინდელმა პრემიერმა გიორგი გახარიამ ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, 41,004 ლარი გამოიმუშავა.
მინისტრთა კაბინეტის წევრებმა კი მთავრობის მეთაურზე მაღალი ანაზღაურებები აიღეს, დეკლარაციაში 60 ათასი ლარის ანაზღაურება მიუთითა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ. დეკლარაციის მიხედვით, ასევე 60 ათასი ლარის ანაზღაურება მიიღო მაშინდელმა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. ეს პრემიერის მიერ გამომუშავებულ ანაზღაურებაზე 19 ათასი ლარით მეტია. თავდაცვის მინისტრის პოსტზე 60 ათასის წლიური შემოსავალი ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილსაც. უფრო მაღალი ანაზღაურება ჰქონდა შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს, რომელმაც დეკლარაციაში 74 ათასი ლარის შემოსავალი მიუთითა.
რიგ შემთხვევაში მინისტრის მოადგილეები მინისტრებზე მაღალ ანაზღაურებებს იღებენ. მაგალითად, ჯუანშერ ბურჭულაძემ, რომელიც ახლა თავდაცვის მინისტრია და 2020 წელს მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა, ამავე წელს 96 ათასი ლარის ანაზღაურება გამოიმუშავა. ამავე დროს თავდაცვის მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი იკავებდა, რომელმაც 60 ათასი ლარის ანაზღაურება მიიღო. 92 ათასი ლარის ანაზღაურება გამოიმუშავა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლელა ჩიქოვანმაც.
მინისტრზე მაღალი ანაზღაურება აიღო შს მინისტრის მოადგილემ იოსებ ჭელიძემ, რომელმაც დეკლარაციაში 90 ათასი ლარის ანაზღაურება მიუთითა. შს მინისტრზე მაღალი - 87-ათასიანი ანაზღაურება მიუთითა დეკლარაციაში კიდევ ერთმა მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.
ეკონომიკის სამინისტროშიც, 2021 წლის განმავლობაში ყოფილი მინისტრის, ნათია თურნავას წლიური ანაზღაურება 60 ათას ლარს შეადგენდა, მისი მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის შემოსავალი კი 69.9 ათასი ლარი იყო. ასევე 69.9 ათასი ლარის ანაზღაურება ჰქონდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, გენადი არველაძეს.
ანაზღაურებების მსგავსი განაწილებაა თბილისის მერიაშიც, მაგალითად 2021 წლის განმავლობაში კახა კალაძის წლიური ანაზღაურება 30.6 ათასი ლარი იყო, მაშინ როდესაც ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის ანაზღაურება 58.9 ათას ლარს შეადგენდა. მერის კიდევ ერთი მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის ანაზღაურება კი 57.5 ათასი ლარი იყო.
ქონებრივი დეკლარაციების თანახმად, სამინისტროების სტრუქტურებში ყველაზე მაღალი ანაზღაურებები უცხოეთში საქართველოს ელჩებს აქვთ. მაგალითად, გაეროში საქართველოს წარმომადგენლის კახა იმნაძის, სახელფასო შემოსავალი 140 ათასი დოლარი იყო, ეს ლარებში 292 ათასი ლარია.
https://bm.ge/ka/article/saqartveloshi-moad...emierze-/113864* * *
"The measure of a good city is one where a child on a tricycle or bicycle can safely go anywhere." - Enrique Peñalosa