„პირადი ბანკირი“: ლარი 2.2 ან 2.15 პუნქტამდე გამყარდებაახალი ნიშნული მომდევნო 6-7 თვის განმავლობაში, გაზაფხულამდე შენარჩუნდება. გაზაფხულის შემდეგ კი სიტუაციას რეგიონში არსებული მდგომარეობა განსაზღვრავს.
ხელისუფლებისგან გასხვავებით „პირადი ბანკირი“ ლარის კურსის ახალ ნიშნულს ასახელებს. როგორც „კომერსანტს" კომპანია „პირადი ბანკირის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ბერძენაძემ განუცხადა, სამომავლო პერსპექტივაში, ლარი აუცილებლად გამყარდება და მისი ახალი წონასწორობის ნიშნული 2.2 ან 2.15 იქნება.
ბერძენაძე აცხადებს, რომ ლარის გამყარება რამდენიმე ფაქტორით იქნება განპირობებული. მათ შორის, შემოსული ინვესტიციების რაოდენობა, რომელიც ქვეყანაში შემოდგომაზე ყოველთვის იზრდება, ამას დაემატება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტები და რეგიონის ქვეყნების ვალუტების გამყარება.
ბერძენაძე აცხადებს, რომ მიმდინარე კვირიდან ლარის გამყარების ტენდენციას სხვადასხვა ახსნა აქვს. ერთერთი საქართველოს მთავრობის მიერ გამოყენებეული რეზერვებია. ასევე რეგიონში მოქმედი ვალუტების გამყარება.
კომპანია „პირადი ბანკირი" ქართულ ბაზარზე ახალი შემოსულია და ის დაგროვების მართვის სფეროში საქმიანობს.
სამომავლოდ ლარის კურსის კიდევ უფრო გამყარებას პროგნოზირებს ფინანსთა ყოფილი მინისტრი მირიან გოგიაშვილიც. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ ბანკებთან დაკავშირებით „საკვირველი რამ“ მოხდა. კერძოდ, 40 მილიონი დოლარი ბაზარმა ვერ აითვისა ან უბრალოდ ამ რაოდენობის დოლარზე მოთხოვნა არ იყო.
„მონეტარული აგრეგატები იმ დონეზე არის დაბალანსებული, რომ ფიზიკურად 40 მილიონი დოლარი ვერ გაიყიდა. თუმცა, ეს მეორე ეტაპი უნდა ყოფილიყო მას შემდეგ, რაც გამოცხადდებოდა მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ზომები, ანუ უნდა მომხდარიყო მინიმალური ლიკვიდობის მიწოდება. განხორციელდა პირდაპირ მეორე ეტაპი და არ ვიცი რომელია უფრო სწორი, თუმცა, ფაქტია, რომ დღეს საქართველოს ეკონომიკას ამ რაოდენობის დოლარზე მოთხოვნა არ ჰქონდა"-აცხადებს გოგიაშვილი.
მისი განცხადებით, თუ ადაპტირებული მონეტარული პოლიტიკა მჭიდრო პოლიტიკით შეიცვლება, სავარაუდოდ ყველაფერი კარგად იქნება და ლარიც გამყარდება. „ამ ოპერაციების შემდეგ ლარი ახალ წონაწორობას შეიძენს, რამდენი იქნება ეს წონასწორობა, ვერ გეტყვით, თუმცა, კურსი მნიშვნელოვნად გამყარდება"-აცხადებს გოგიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 22 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მილიონი აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 26 960 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.4083 შეადგინა. დოლართან ლარის დღევანდელი ოფიციალური კურსი კი 2.4075-ია, ხვალინდელი კურსით კი, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3882 ლარი გახდა.
ლარის კურსის ახალ წონასწორობის ნიშნულზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ რამდენიმე დღის წინ, "რუსთავი2"-ის გადაცემა "არჩევანში" სტუმრობისას ისაუბრა.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლარმა იპოვა ის ახალი წონასწორობის კორიდორი და სხვა თანაბარ პირობებში ჩვენ გაუფასურებას აღარ ველოდებით. დღეს სიტუაცია არის განსხვავებული, ვიდრე იყო წინა თვეებში, რადგან ის დაკლებული მილიარდი დოლარი უკვე ასახულია ამ კურსში, შესაბამისად, შემცირებულია იმპორტი და რა თქმა უნდა ამ პირობებში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლარმა იპოვა ის ახალი წონასწორობის კორიდორი და სხვა თანაბარ პირობებში ჩვენ გაუფასურებას აღარ ველოდებით", - განაცხადა ეროვნული ბანკის პეზიდენტმა.
http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=27173&cat_id=8პირადი ბანკირიც გამოჩნდაააა
მაგრამ ის ფაქტი რომ ეროვნულისგან გამოტანილი 40მლნ 22 სექტემბერს ვერ გაიყიდა კარგი სიგნალია...