ფიცხელა ფიცხელაური: "არ მინდოდა არაფრის დაწერა გუშინდელ ტრაგედიაზე, რომელიც ვერტმფრენის კატასტროფას მოჰყვა, მაგრამ ამ ტრაგედიიდანაც იმდენი ცდილობს ყურადღების მიქცევას საზოგადოებისაგან, რომ გადავწყვიტე მაინც დამეწერა...
⭕ ყველა ტრაგედიაში ადანაშაულებს მთავრობას და რუსული წარმოების შვეულმფრენ "MI 8MTB 1-ს". არადა, ეს შვეულმფრენი მსოფლიოში თავის კლასში არის საუკეთესო გაუხშოებულ მთის ჰაერში მოქმედებისთვის. ამ ვერტმფრენებით ხდება ბოლო 30 წლის განმავლობაში ქართველი მესაზღვრეების ტრანსპორტირება და მომარაგება. ასევე, ამ ვერტმფრენებით ხდება მთაში მცხოვრები მოსახლეობისათვის მედიკამენტების მიწოდება და მათი ევაკუაცია სამედიცინო მიზნებისთვის, როდესაც მთებში საავტომობილო მიმოსვლა წყდება.
⭕ საავიაციო დარგის სპეციალისტებმა სცადეს რუსული შვეულმფრენების ჩანაცვლება ფრანგული "as 332 super puma-თი", რომელმაც ხუთი საცდელი ფრენა შეასრულა მთაში და ხუთივეზე პრობლემა შეექმნა, რადგან სუსტი ძრავების გამო გაუხშოებულ ჰაერში მუდმივად პომპაჟში ვარდებოდა და მეხუთე ფრენაზე ჩამოვარდა კიდეც. სცადეს კიდევ ამერიკული "UH 1"-იროკეზის ტიპის შვეულმფრენიც, რომელიც დიდი ბორბალოს (3100 მეტრი ზღვის დონიდან) მწვერვალზე დიდი წვალებით აფრინდა და ამის შემდეგ უარი ითქვა მის გამოყენებაზეც.
⭕ ქართული არმიის საკუთრებაში მხოლოდ "Mi 8 mt" და "Mi 8 mtb1" ტიპის შვეულმფრენებია, რომლებიც ორი 1900 ცხენის ძალის სიმძლავრის, უძლიერესი "TB 117" ტიპის ძრავებითაა აღჭურვილი. ეს ვერტმფრენები უპრობლემოდ დაფრინავენ კავკასიონის უმაღლეს მწვერვალზე, იალბუზზეც (ზღვის დონიდან 5600 მეტრზე მაღლა).
⭕ რაც შეეხება პანიკიორი, ლენჩი ჟურნალისტებისა და ჩასაფრებული ქვეყნის მოძულე, ე.წ ოპოზიციონერების ბრალდებებს რუსული შვეულმფრენების უვარგისობაზე, გეტყვით, რომ მათ დაწუნებულ "Mi 8 MTB1" ტიპის შვეულმფრენს, ცოტა ხნის წინ გავლილი ჰქონდა კაპიტალური რემონტი თბილისის საავიაციო ქარხანაში, სადაც 100%-ით აღუდგა მის უძლიერეს "TB 117" ტიპის ორ ძრავს, საფრენონსო რესურსი. (ცნობისთვის, სუპერ პუმასაც და იროკეზსაც მასზე 60%-ით სუსტი ძრავები უყენიათ). შვეულმფრენი ნაწილ-ნაწილ დაიშალა და ისე შემოწმდა ლაბორატიულად მისი თითოეული დეტალი, ხოლო გაცვეთილი ნაწილები კი ამოიცვალა.
ასე რომ, შვეულმფრენი თავისი ხარისხით და საფრენონსო შესაძლებლობით ქარხნიდან ახლად აშენებულს დიდად არ ჩამოუვარდებოდა.
⭕ ტრაგედიის დროს შესაძლოა მოხდა შემდეგი: შვეულმფრენი ხეობაში შესვლისას მოხვედროდა ჟანგბადით მცირე ცხელ გაუხშოებულ ჰარში, ჩავარდნილიყო პომპაჟში, ანუ უჟანგბადობისგან შოკში. შემდეგ დაიწყო ტრიალი და მისი გადატვირთვა ავიდა 3g და 4g-ზე და ამ დროს დაიწყო მისი კონსტრუქციის დაშლა და კუდიც მოსძვრა.
⭕ ასე რომ, ამ ტრაგედიას ვუსამძიმრებ ვერტმფრენის ბორტზე მყოფ გარდაცვლილი ადამიანების ოჯახის წევრებს".
https://www.facebook.com/POSTV.Analytics/po...GUKiU53JhPnQYslMi 8 MTB1 წარმოება დაიწყო 1991 წლიდან ასე წერენ გუგლში
1991 წელს გამოშვებული ვეტმფრენი ჯობია 2000 ანი წლების 20 ან წლებში გამოშვებულს ვის აბოლებთ თქვე მათხოჯებო ?