წარმოიდგინეთ რომ მუშაობთ საჯარო სამსახურში.
სამსახურის/დეპარტამენტის უფროსი არ ხართ, ნაცნობობით რომ იყოთ დასაქმებული და არაფერს აკეთებდეთ, ხართ ჩვეულებრივი ან წამყვანი სპეციალისტი, რომელიც მუშაობს და აკეთებს საქმეს.
მაგალითად აუდიტის სამსახურში, შემოსავლების სამსახურში და ეგეთ სამსახურებში...
და გაქვთ ხელფასი 1500 ან 2000 ლარი, რომელიც რა თქმა უნდა საკმარისი არაა ნორმალური ცხოვრებისთვის...
და გამოდის სახელმწიფო და ყოველ წელს 10%-ით გაგიზრდიო და გამოდის ოპოზიცია და რა ხელფასების გაზრდა, ეგეც უნდა დააკლო ან გაყარო ეგენი სამსახურებიდანო...
ხო და არჩევნები რო მოვა, მაგ საჯარო სამსახურებში დასაქმებულების და მათი ოჯახის წევრების უმრავლესობა ვის მისცემს ხმას...
მწარე რეალობაა, ყოველგვარი გაყალბებების გარეშე ქოცები მოიგებენ არჩევნებს, თორემ არც მე მომწონს პანდემიის და ინფლაციის პირობებში მე, კერძო სექტორში მომუშავეს, ხარჯები რო მეზრდება და ხელფასი მიმცირდება და ამ დროს ჩემს ხარჯზე სხვას ეზრდება ხელფასი...
მითუმეტეს რომ სადღაც 70% უსაქმური ან არაპროფესიონალია მაგ საჯარო სექტორში...
პ.ს. ჯარისკაცებს გაეზარდოთ ხელფასიო (მაგათ ეზრდებათ თუ არა, არ ვიცი) და ეგ არ იქნება მოსყიდვა?
მაგ ჯარისკაცებს ხელფასები რო უზარდო, ვის მისცემს ხმას...
ხო, ჩემს ხარჯზე, მე რო მიძვირდება ყველაფერი და მიმცირდება ხელფასი, არანაირი სურვილი არ მაქვს ჯარისკაცებს ხელფასი გაეზარდოთ...
თავდაცვაში რო ფული იჭმება და იფლანგება, მასე არც ერთ სისტემაში არ ხდება...
და გამოხვიდე და პოლიციელის ან საგადასახადოს თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდა გააპროტესტო და თან პოპულისტურად ჯარისთვის ხელფასების გაზრდა მოითხოვო, მანდ ჩანს ნათლად რომ პირადი პოლიტიკური ინტერესების გამო "გადარდებთ" ხელფასების ზრდის საკითხი...
პ.ს. ჯარისკაცებსაც თუ გაუზარდეს, გამოხვალთ და ყოჩაღ ხელისუფლებასო იტყვით?
Mens sana in corpore sano...