#59494474 · 9 Aug 2022, 19:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერთობ უცნაური ვითარება შეიქმნა.
თალიბანი ამტკიცებს, რომ ცხედარი არ აღმოჩნდა დაბომბვის ადგილას, თანაც არაფერი იცოდა ზავაჰირის ყოფნის შესახებ ავღანეთში.
ისლამური წესების მიხედვით, ალ-ქაიდას ლიდერის დასაფლავება იმავე დღეს უნდა მომხდარიყო, რასაც ათასობით ადამიანი დაესწრებოდა. მაგრამ არავითარი ცერემონიალი არ შემდგარა, მეორე მხრივ, თალიბები გვამს ვერ გადამალავდნენ ან საიდუმლოდ ვერ დამარხავდნენ.
ყანდაჰარის გარეუბანში პილიგრიმები დღესაც დიდი მოწიწებით მიდიან "წამებულთა სასაფლაოზე" ალ-ქაიდას იმ მეომრების საპატივსაცემოდ, ვინც 2001 წ.შემოდგომაზე ბოლო კაცამდე იბრძოლეს ამერიკული დესანტის წინააღმდეგ. ბევრს სჯერა, რომ იქ მისვლით ავადმყოფთა განკურნება ხდება, ამიტომ მიჰყავთ სხვადასხვა დაავადების მქონე ახლობლები. თუ რიგითი მებრძოლები სარგებლობენ ასეთი პატივით, მათ მეთაურს ლოგიკურად მით უფრო მეტი კრძალვით გააცილებდნენ.
ათი დღის გასვლის თავზე კურიოზი სახეზეა: არ ჩანს დაღუპული ან დაბომბვისას თითქოს უვნებლად გადარჩენილი მისი ოჯახის წევრები, თავად ორგანიზაციას კი არც ლიდერის სიკვდილი დაუდასტურებია და არც მემკვიდრე დაუსახელებია სამეთაურო ვაკუუმის სწრაფი შევსების მიზნით.
--------------------
مرگ بر ااشغالگران خونین روسیه واسرائیل
|