...ამ სამეულის გაჩენა წმინდა მორალურად ძალიან მძიმე ფაქტია. ეს შესაძლებელი გახდა ჩვენი მთელი უახლესი ისტორიის შემდეგ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მათ ფსონი ომში რუსეთის გამარჯვებაზე დადეს და ეჭვი არ მეპარება, რომ სულ ორიოდე წელიწადში ეს ძალიან ძვირი დაუჯდებათ. რამდენადაც „ოცნებაში“ არავინ უპირისპირდება მათ „რადიკალიზმს“, როგორც ჩანს, ამ პარტიაშიც მრავლად არიან, ვინც რუსეთის გამარჯვებაზე დადო ფსონი. ვერ გამიგია, როგორც შეიძლება თავი ასე გაწირო ისტორიის სამსჯავროს წინაშე.
წარმოვიდგინოთ, რომ მათი იმედები გამართლდა რაც, ვიმეორებ, შეუძლებელია. გაივლის სულ ორი ათეული წელი და ისინი ჩვენს ისტორიულ მეხსიერებაში ისეთივე ადგილს დაიკავებენ, როგორიც ქართველმა ბოლშევიკმა ლიდერებმა დაიკავეს. როგორც ჩანს, იძულებულები არიან, ძალზე სერიოზულ ბერკეტებს დაემორჩილონ. სხვაგვარად ვერ ამიხსნია.
როგორც ჩანს, მავანთ ატყუებთ ის, რომ დასავლეთმა სწრაფი სამხედრო ოპერაციებით არ დაამარცხა რუსეთი და ამას რუსული იარაღის ძლევამოსილებით ხსნიან. საქმე ისაა, რომ დასავლეთს საქმე აქვს ბირთვული იარაღის მფლობელ ბარბაროსთან, რომლის დამარცხებასაც დროში გაჭიმული ფილიგრანული ტექნიკა სჭირდება.
...
დასავლეთში უკვე დაუფარავად ამბობენ, რომ რუსულმა სახელმწიფომ ძველი ფორმით აღარ უნდა იარსებოს.ამ მიზნისაკენ ისინი აუცილებლად ივლიან, თუნდაც, პროცესების საგანგებო გაჭიანურებისა და დიპლომატიური ფიგურების თანხლებით. „ცივმა ომმა“ დასავლეთს გაჭიანურებული და თავისთვის უსისხლო ომის დიდი გამოცდილება შესძინა.
...
არის რაღაც რაც იმედს მიტოვებს. ვაშინგტონში კარგად იციან ჩვენი მოსახლეობის განწყობა. ისიც კარგად იციან, რომ, სამწუხაროდ, ოპოზიცია ვერ ახერხებს ამ განწყობების პოლიტიკურ კაპიტალად კონვერტირებას. ამას დავუმატოთ ისიც, რაც უკვე ვთქვი: ჩვენ „აბრეშუმის გზის“ სამხრეთი განშტოების მნიშვნელოვან მონაკვეთს ვფლობთ და ამ ფაქტის მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება.
ამიტომაც, არა მგონია, ვაშინგტონმა ასე იოლად დათმოს თავისი ინტერესები. ხოლო თუ ეს ასეა, რაც უფრო ნათელი გახდება რუსეთის წარუმატებლობა ომში, მით უფრო დამძიმდება „ქართული ოცნების“ მდგომარეობა. როგორც ჩანს, „ოცნებაში“ ეს ბევრს არ ესმის და გულმოდგინედ ანადგურებენ ყველა ხიდს.
ყველაზე მძიმე ის არის, რომ „ოცნების“ ხელისუფლების წლებში კვლავ თავი წამოყვეს იმ ადამიანებმა, ვინც უცნაური ფსიქოლოგიური ბმებით არის დაკავშირებული ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან. არადა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ისინი უკვე სამუდამოდ იყვნენ პერიფერიაზე გადასროლილი.
ამაში როლი მხოლოდ „ოცნებას“ არ მიუძღვის. საკმარისად დიდი როლი შეასრულეს ჩვენმა „ბრტყელმა“ ლიბერალებმა, რომლებიც პრიორიტეტებში ვერ გარკვეულან და რუსულისაგან განსხვავებული სამყაროს ისეთი სურათი დახატეს, თანაც ენთუზიაზმით, სრულიად მიუღებელი რომ არის უბრალო ადამიანისათვის.
ისინი არასამთავრობო სექტორთან დიალოგში თხზავდნენ პრიორიტეტებს და საბოლოოდ, არა მხოლოდ თავად გაუცხოვდნენ ჩვენი საზოგადოებისაგან, არამედ ხელი შეუწყვეს ბევრი უბრალო ადამიანის გაუცხოებასაც დასავლეთისაგან.
- ივანიშვილის წინაშე მთავარი საფრთხე ისაა, რომ თუ ანტიდასავლური რიტორიკა გაგრძელდა და „ოცნების“ ლიდერებმა კვლავ განაგრძეს მისი და სახელმწიფოებრივი ინტერესების გაიგივება, ყველა სიკეთე, რაც მას გაუკეთებია მომავალში უარყოფითად და პოლიტიკური მიზნებისათვის გაკეთებულად აღიქმება და ასევე შეფასდება.
გაიხსენეთ, შეცდომებმა როგორ იოლად დაგვავიწყეს ყველა ის სიკეთე, რაც გამსახურდიამ, შევარდნაძემ ან სააკაშვილმა გააკეთეს. ერთხელაც გავიხსენებ - როდესაც გამარჯვებების შარავანდედით მოსილი ნაპოლეონი პარიზში დაბრუნდა, მთელი ქალაქი აღტაცებით გამოეგება. გენერალი ოჟერო მისკენ დახრილა და უთქვამს, ნახე, როგორი აღტაცებულები გხვდებიანო. ესენი ასევე შემხვდებოდნენ, ახლა გილიოტინაზე რომ მიგყავდეო, უპასუხია ნაპოლეონს.
ადამიანების განწყობები მყისიერად იცვლება, მითუმეტეს, რომ ყოველდღიურად იძლევი ამის საბაბს. თუ ასე გაგრძელდა, შორი არ არის დრო, როდესაც ადამიანების კრიტიკულად დიდი ნაწილი აღიარებს, რომ „ოცნების“ მთელი მმართველობა თავის პრელუდიასთან და მოსახლეობის ფსიქოლოგიურ შემზადებასთან ერთად სხვა არაფერი იყო, თუ არა რუსული სპეცოპერაცია, რომელშიც ჩრდილოელებმა მილიარდები დახარჯეს.
...
https://www.interpressnews.ge/ka/article/72...s-interesebshiagorginiრუსეთი უნდა დაინგრეს.