სროლა თბილსში, - ჩაჩავას ქუჩაზე მდებარე კანის და ვენეროლოგიურ დაავადებათა დისპანსერში ექიმმა კლინიკის დირექტორი, გიორგი გალდავა, ცეცხსასროლი იარაღით დაჭრა.
გიორგი გალდავა მხარში დაჭრილი და ამ დროისთვის მას სასწრაფო ოპერაცია უტარდება. მისი მდგომარეობა მძიმეა.
შსს-ს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე გაქცეულია და მედიკოსის დასაკავებლად ოპერაცია მიმდინარეობს. გამოძიება კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარმოებს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს.
https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/sazogadoe...tsetskhlsasroli,,პირველებმა" ჩაჩავას ქუჩაზე მდებარე კლინიკა ,,კანვენში" მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაში ბრალდებული პირის ვინაობა გაარკვია.
,,ტვ პირველის" ინფორმაციით, კანისა და ვენეროლოგიური კლინიკის დირექტორს, გიორგი გალდავას, ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა ამავე კლინიკის დერმატოლოგ-ვენეროლოგმა, 71 წლის თეიმურაზ ბეჟანიძემ, მიაყენა.
ტვ პირველმა გაარკვია, რომ სისხლიანი დაპირისპირება ბეჟანიძის კაბინეტში მოხდა. თუმცა, რამ გამოიწვია მკვლელობის მცდელობა, ამ ეტაპზე უცნობია. შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს.
სროლის ხმა რომ გავიგეთ, სასწრაფოში დავრეკეთ. შემდეგ ,,ემერჯენსში" გადავიყვანეთ. დირექტორი მხარშია დაჭრილი. კარგი ადამიანია, გადაყოლილია ყველა თანამშრომელზე. მიზეზი მართლა არ ვიცი, ვინც დაჭრა, ის ჩვენი თანამშრომელია.
ეს ამბავი დაახლოებით შუადღეზე, 2-3 საათზე მოხდა - ამბობს ,,ტვ პირველთან" კლინიკის ექიმი, მარინა ჯაში.
მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ამ დროისთვის მიმალვაშია და მას სამართალდამცველები მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.
კლინიკის დირექტორი მხარშია დაჭრილი და მას სასწრაფო ოპერაცია უკეთდება
https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/sazogadoe...linika-kanvenis