ხშირად ირონიულად წერენ ნაცები და არა მხოლოდ ნაცები " კიდევ მესამე ძალას ელოდებით გურჯებო" ?
მესამე ძალის მომლოდინე ხალხიც თავდახრილი არა, მაგრამ არც ამაყად თავაწეულები პასუხობენ "ველოდებით"!
ჰოდა, ამ ბოლო დროს, მესამე ძალის მომლოდინე ხალხის ოცნება ასრულდა და არენაზე ორი პრესპექტიული ახალგაზრდა პოლიტიკოსი გამოჩნდა. თან ორივე მელოტია ( არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი

).
ერთი 38წლის გიორგი გაგნიძე და მეორე 36წლის ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ფსევდონიმად არც მეტი არც ნაკ-
ლები გრიგოლ რობაქიძის ცნობილი რომანის "გველის პერანგის" მთავარი გმირის სახელი აიღო და დაირქვა.
ჰოდა, უკვე არჩევანი დიდია, მაგრამ ახლა მორიგი დილემა გაჩნდა საზოგადოების იმ ნაწილში, რომლებიც ამბობენ" ნაცები და ქოცები ერთნია არიან და მაგათ შემოხაზვას არ ვაპირებთო".
ანუ დილემის არსი რაში მდგომარეობს- რადგანაც ესეთი ორი შესანიშნავი ახალგაზრდა გამოჩნდა, რომლებსაც სუფთა წარსული აქვთ, ანუ არც ქოცების პარტიდან გამოსული არიან და არც ნაცებიდან და ამავე დროს კარგი ორატორული ნიჭით არიან დაჯილდოვებული, რომელს მიანიჭონ უპირატესობა; ანუ მესამე ძალის სტატუსი ვის უნდა დარჩეს ?
ახლა, მე რასაც ვუყურებ, არჩიბალდი ისეთი სოციალიზმისკენ იხრება, როგორიც შვედეთშია, ხოლო გიორგის აზრით, ყველაფერი კარგი რაც ევროპაშია უნდა გადმოვიღოთ.
თქვენ რომელს ანიჭებთ უპირატესობას ?
აქვე ეს ბიჭებიც
გიორგი
არჩიბალდი
ორივე აქტიურია ფეისბუქზე