#59487650 · 7 Aug 2022, 16:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ ხალხო ერთი ამბავი მინდა დავპოსტო. ოჯახი ჩავარდა ურთულეს მდგომარეობაში, ახალგაზრდა გოგოს დაუდგინდა კიბო და ოჯახს მოუწია თითქმის ყველაფრის გაყიდვა წლების განმავლობაში რომ გოგო დახმარებოდნენ დაავადების დამარცხებაში. ყველანაირი გზის მიუხედავად გოგო გარდაიცვალა. ოჯახს გაყიდული სახლიდან მოუწია იაფად ბინის ყიდვა მიტოვებულ მშენებლობაში რომელიც არის შეჩერებული უკვე 14 წელია. ოჯახი შეცდომაში შეიყვანეს რომ მშენებლობა გაგრძელდებოდა მაგრამ ვისაც უნდა აეშენებინა ის დაჭერილია უკვე წლებია და უამრავი ადამიანი ოჯახები ელოდებიან ამ მშენებლობის დასრულებას. კორპუსი არის 8 სართულიანი და პირველ სართულზე ცხოვრობენ რამდენიმე ოჯახი მხოლოდ. 4 წელია არიან ურთულეს ვითარებაში. არ აქვთ დენი, მიტოვებულ კორპუსში არის სრული ანტისანიტარია. არ აქვთ ზამთარში გათბობა. ბინა არის სირისტიანი რაც საფთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას. იყვნენ მერიაში მისულები რომ დაეკმაყოფილებათ ეს ოჯახი ან რამე ალტერნატიული ფართი შეეთავაზებინათ. რამდენიმე წელია სამშენებლო კომპანია ჩართო მერიამ რომ მოახდინონ შენობის დემონტაჟი, რომ აშენდეს თავიდან და დააკმაყოფილონ დაზარალებულები. წლები გადის და არავინ ნაბიჯს არ დგამს წინ რომ ამ შენობის პრობლემა. როგორც ვიცით ეს მიტოვებული მშენებლობის პრობლემებს კურირებდა ილია ელოშვილი რომელიც აღარ არის ცოცხალი. მერის ერთ ერთმა მოადგილემ უთხრა რომ ეს შენობა აშენდება. სამშენებლო კომპანია ელოდება საბოლოო ნებართვას მერიისგან რომ დაიწყოს დემონტაჟი. ამასობაში ეს ოჯახი შეიძლება დააკმაყოფილოს სამშენებლო კომპანიამ და გამოისყიდოს მათგან ფართი. უიმედოდ ელოდებიან და თვეები გადის.
ამ ვითარებაში ამ ოჯახს რა გამოსავალი აქვს რომ მალე გადაჭრან პრობლემა. მერიაში პასუხს არ სცემენ, სამშენებლო კომპანია ჯერ ვერ გამოისყიდის ფართს რადგან მშენებლობის ნებართვა არ აქვთ. იქნებ იცოდეთ რამე გზა რომ ამ ოჯახს რამე სინათლე გამოუჩნდეს გვირაბის ბოლოს? ვის შეიძლება მიმართონ რომ დააკმაყოფილონ? თქვენ რას იზამდით მათ ნაცვლად?
|