#62072142 · 16 May 2025, 00:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | კათოლიკები ოჯახს როგორ ქმნიან, წყვილების შერჩევა როგრ ხდება |
იწონებენ სიყვარულისა და პატივისცემის საფუძველზე დამყარებულ მონოგამიურ კავშირს. ქორწინებამდე სექსს არ იწონებენ. ფიზიკური სიახლოვე - მხოლოდ ქორწინების შემდეგ. კათოლიკე ეკლესია მეუღლეებად არ აღიარებს სამოქალაქო ქორწინებაში ან უბრალოდ თანაცხოვრებაში მყოფ წყვილებს ჯვრისწერის გარეშე. კათოლიკე ეკლესია დღემდე მკაცრია განქორწინების მიმართ, ე.წ. ჯვრის აყრა არ ხდება. თუ ადამიანთან გაშორებული ყოფილი მეუღლე ცოცხალია, ასეთ ადამიანს კათოლიკე ეკლესია ჯვარს მეორედ არ დაწერს. თუმცა საგამონაკლისო და განსაკუთრებულ შემთხვევებში მაინც მომხდარა საეკლესიო წესით განქორწინების აღიარება. მაგრამ მაქსიმალურად ეწინააღმდეგება შეუღლებული წყვილების დაშლას. წყვილებში ერთი შეიძლება იყოს კათოლიკე, ხოლო მეორე უბრალოდ მონათლული ქრისტიანი სხვა კონფესიიდან. შეიძლება წყვილმა მღვდლის ხელმძღვანელობით სპეციალური კატეხიზაცია გაიაროს და უკეთ გაეცნოს საეკლესიო თვალსაზრისით ქორწინების მნიშვნელობასა და დატვირთვას. ახლო ნათესავებთან ქორწინება არ არის დაშვებული. იგულისხმება აღმავალ-დაღმავალი ხაზის და დედმამიშვილები. ჩვეულებრივ არ უწყობენ ხელს და ზოგადად არ სრულდება ქორწინება ბიძაშვილ-მამიდაშვილ-დეიდაშვილებს შორის, მაგრამ არის შემთხვევები, რომლებსაც ინდივიდუალურად განიხილავენ და მაინც წერენ ჯვარს, მაგრამ გამონაკლისის სახით.
--------------------
რევოლუცია ჭადის ჭამა არ გეგონოს. (გურულ მეამბოხეთა გამოთქმა)
|