აგერ ბაბუამ დადო საქართველოს მომავალის რეცეპტი
მეუფე სტეფანე - მიმდინარეობს ანტიქრისტიანული დიქტატურის დამყარების პერიოდი, კანონებით ხელ-ფეხი უნდა შეუკრან საქართველოს და ამას ევროკავშირის კანდიდატობისთვის პირობების შესრულება ჰქვია - ეკლესია ვერასდროს შეეგუება ფერად-ფერად ცხოვრებას

სოზარ სუბარის, ყაველაშვილის და ხუნდაძის მერე ეს მოიხოდა, გამოალაყებს მრევლს
31.07.2022 / 17:49
https://www.interpressnews.ge/ka/article/721370-meupe-stepane-mimdinareobs-antikristianuli-diktaturis-damqarebis-periodi-kanonebit-xel-pexi-unda-sheukran-sakartvelos-da-amas-evrokavshiris-kandidbtoa istvis-pirobebis-shesruleba-hkvia-eklesia-verasdros-sheegueba-perad-perad-cxovrebas://https://www.interpressnews.ge/ka/ar...perad-cxovrebas://https://www.interpressnews.ge/ka/ar...perad-cxovrebas://https://www.interpressnews.ge/ka/ar...perad-cxovrebas://https://www.interpressnews.ge/ka/ar...perad-cxovrebasმიმდინარეობს ანტიქრისტიანული დიქტატურის დამყარების პერიოდი, კანონებით ხელ-ფეხი უნდა შეუკრან საქართველოს და
ამას ევროკავშირის კანდიდატობისთვის პირობების შესრულება ჰქვია,- ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ განაცხადა.
მან ქადაგებაში ისაუბრა საქართველოში აშშ-ის ელჩზეც და აღნიშნა, რომ ელჩი ქვეყნის სასამართლოში ერევა.
„დღეს არის ისეთი დრო, როდესაც მიმდინარეობს ანტიქრისტიანული დიქტატურის დამყარების პერიოდი. ამისთვის მოსამზადებელი პერიოდია ახლა. კანონმდებლობით უნდათ შემოიტანონ ყველა ის საკითხი, რომლითაც, ფაქტობრივად, ამ კანონებით ხელ-ფეხი უნდა შეუკრან საქართველოს და ამას ევროკავშირის კანდიდატობისთვის პირობების შესრულება ჰქვია. ამაში ყველა მონაწილეობს, ის, ვინც აცხადებს, რომ პირნათლად შეასრულებს იმ 12 პუნქტს, რაც დააკისრეს. ვინმემ იცის რა წერია იმ მოთხოვნებში რეალურად? ლაპარაკობენ პოლარიზაციაზე და დეოლიგარქიზაციაზე, დანარჩენი საკითხები საერთოდ არ არის განხილვაში. თვითონვე განიხილავენ, მერე რაღაცებს კანონებად გადასახავენ, მერე ყველანაირად შეკრავენ და გეტყვიან, კანონი უზენაესია, მიდით და ყველამ შეასრულეთო. იმ პუნქტებში არის შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებით რაღაცების მოწესრიგება. ეს რას ნიშნავს, რომ კოჰაბიტაცია უნდა გაგრძელდეს უფრო მაღალი დონით და ამას აქვს პატრონაჟი მთელი დასავლური სტრუქტურების მხრიდან. თითქოს სუვერენიტეტის გამო ამბოხებაა რამდენიმე ადამიანის, რატომ გვეუბნება ელჩი ასე, ან რატომ ერევა ელჩი სასამართლოში და სხვა რაღაცებში. ერთი მხარე მართალია, მაგრამ ეს არის ჩხუბი, რომელიც უნდა იყოს და ჩვენ, ხალხმა უნდა ვიგრძნოთ, რომ ჩვენი სუვერენიტეტისთვის ვინმე იბრძვით. ამ დროს, ყველა ამბობს, რომ ჩვენ ვართ დასავლეთის ყურმოჭრილი მონა, რასაც გვეტყვიან იმას შევასრულებთ და ეს 12 პუნქტი ყველასთვის არის ყველაფერი, ანუ ღმერთიც და აბსოლუტურად ყველაფერი. ეს 12 პუნქტი უზენაესი ღირებულებებია, ამის იქით ჩვენი არსებობა შეუძლებელია და საქართველო დაიღუპება. აი, ასეთი აზრი მოდის“,-აღნიშნა მიტროპოლიტმა სტეფანემ.
მისი თქმით, დღეს დაიწყო საუბარი იმაზე, რომ საჭიროა „გეი პარადები“ და ფერად-ფერადი ცხოვრება. როგორც მიტროპოლიტმა სტეფანემ აღნიშნა, სწორედ ამის შესახებ არის საუბარი 12 პუნქტში.
„იმ 12 პუნქტში ეს „ფერად-ფერადი ცხოვრება“ პირდაპირ წერია, რომ ჩვენ ეს აუცილებლად უნდა ვაღიაროთ და ყველა, ვინც ხმას ამოიღებს, უნდა მოიშთოს. ეკლესიის მიმართაც არის ეს ფარული, ეკლესია ვერასდროს შეეგუება ამ ფერად-ფერად ცხოვრებას. კაცზე კაცის გათხოვებას და ქალზე ქალის, ვინც უჭერს მხარს, ის არის სოდომური ცოდვის დამკვიდრებელი და რაც სოდომური ცოდვისთვის ეწევა ნებისმიერ ადამიანს, ყველაზე არის ეს წყევლა. არა ჩემგან, არამედ ბიბლიიდან არის ეს წყევლა. ეშინოდეს ყველას, ვინც ამას საქართველოში ამკვიდრებს. ქართველებზე ვლაპარაკობ, თორემ მათ შეგრძნება აღარ აქვთ“,-განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.
ამასთან, მეუფე სტეფანემ 5 ივლისს განვითარებული მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მომხდარის გამო, ადამიანები წლობით გაუშვეს ციხეში.
"აქ ვიღაცა ოპერატორს თუ ვიღაცას მოხვდა იმის გამო, რომ გესლიანად ეპყრობოდნენ ხალხს. ვიღაცამ ვერ მოითმინა გაარტყა და ეს ჩათვალეს, რომ ვიღაცამ მოამზადა, სპეციალურად გააკეთა და ეს ხალხი, რა ვიცი, წლობით ციხეებში გაუშვეს. ამ დროს „ნაპროკურორალი“ მედიის ვითომ ხელმძღვანელის გულისთვის აშშ-ის ელჩი ცდილობს, ის გააშვებინოს და ზეწოლას ახდენს მოსამართლეზე. წარმოიდგინეთ, რა ვითარებაა, თან კანონის უზენაესობას გვეფიცებიან. როცა არ აწყობს, მაშინ არავითარი კანონის უზენაესობა არ აინტერესებთ“,-აღნიშნა მიტროპოლიტმა სტეფანემ.
გარდა ამისა, მან ანტიდასავლური განცხადებები გააკეთა და აღნიშნა, რომ თუ მათ არავინ შეეწინააღმდეგება, „შესაძლოა, საქართველოს ბოლო მოეღოს“.
„ვის ეფიცებიან ერთგულებას? ანტიქრისტიანული ღირებულებების ჩვენში დამნერგველებს სიყვარულში და ერთგულებაში ეფიცებიან. ხალხი არჩევნების დროს ახსენდებათ და ადამიანს სრულფასოვან ადამიანად არ თვლიან. თუ ისინი ლეგიტიმურად ჩათვლიან არჩევნების ჩატარებას, გინდ ყირაზე ჩაატარონ არჩევნები, მათ თუ თქვეს კარგია და ჩაბარებულია გამოცდა, ესენი ყველანაირად მზად არიან დაეთანხმონ. სასამართლოშიც ასეთივე უპირატესობა უნდათ. სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტები- სტრასბურგის სასამართლო კაცის კაცზე გათხოვებას ჩვეულებრივად აწესებს. ჩვენ გვინდა, რომ დეპოლარიზაციაზე იყვირონ, ერთმანეთს ეჩხუბონ, ანუ, მიმდინარეობს ბრძოლის ილუზია. თითქოს სხვადასხვა აზრებია, პოზიცია-ოპოზიცია, ადამიანები ღირებულებებს იცავენ და ა.შ. რომ შეხედავ, რას იცავენ? სულ არაფერს არ იცავენ. იცავენ თავის ხელისუფლებაში ყოფნის შესაძლებლობას, ერთიც და მეორეც. ერთი ექაჩება და ყველა საშუალებით ცდილობს, რომ ხელისუფლებას დაეუფლოს, მეორე კბილებით იცავს თავის ხელისუფლებას. არცერთი არ ცდილობს ამ ყველაფერთან დაკავშირებით პასუხისმგებელი იყოს. ანტიქრისტიანულ დასავლეთს ეუბნებიან, ჩვენ აგვირჩიეთ, ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში, თქვენი ყურმოჭრილი მონა ვიქნებით და რასაც გვეტყვით, გავაკეთებთო. ის კიდევ 3 გამოეყო („ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები) და უფრო ამძაფრებს, არადა ამ დროს ისინიც ამ მხარეს არიან, ამ ხელისუფლების შენარჩუნების ამბავში“,- აღნიშნა მიტროპოლიტმა სტეფანემ.
მისი თქმით, საარჩევნო კომისიის მიმართ ასეთი ბრძოლა იმიტომ მიმდინარეობს, რომ არჩევნების შედეგები სათავისოდ დაწერონ.
„ჩვენთან მოვლენ, როდესაც არჩევნების დრო დადგება და ვის, რა უნდა იმის მიხედვით, ზოგს შეაშინებენ, ზოგს ფულს მისცემენ, ზოგს რაღაცით დაახარბებენ, ზოგს შეარცხვენენ, ზოგს ატირებენ. საბოლოოდ, რატომ მიდის ასეთი გააფთრებული ბრძოლა საარჩევნო კომისიის მიმართ. იმიტომ, რომ თავის მომხრეებით უნდა შეავსონ, რომ მერე ის საარჩევნო კომისია, იმას დაუმტკიცებს, რაც თვითონ უნდა. საბოლოოდ, ვინ აგებს საქართველო და მთელი ხალხი გაჩუმებულია. რატომ არ არის გამოსვლა და ამდენი მხარდამჭერი? რისი მხარდამჭერი უნდა იყოს? მათი, რომლებმაც დაამხვეს ქვეყანა და უბედურებაში წაიყვანეს, თუ ამათი, რომლებიც კანონმდებლობით ყველანაირად გაანადგურეს, საქართველოს ყველა ღირებულება წაშალეს და ახლა მზად არიან, კიდევ დაამატონ იმ 12 პუნქტით. რასაც კი ეტყვიან, ყველაფერს ჩაწერენ, ოღონდ ისინი იყვნენ ხელისუფლებაში. ამ დროს ვიღაც ცილს დამწამებს, ვითომ მე პოლიტიკურად ვლაპარაკობ რამეს, რა უნდა გავაკეთო მითხარით. კანონის ძალით ცოდვას ამკვიდრებენ. ყველას ვაფრთხილებ, ამას ნუ აკეთებთ“,- აღნიშნა მიტროპოლიტმა სტეფანემ.
მისი შეფასებით, „სირაქლემას პოზიციაში“ ყოფნას, ღიად საუბარი სჯობს.
„თუნდაც არჩევნებში ნუ გაიყიდები, მაგრად დადექი და ვერავინ გაგიყალბებს. არ მისცე არცერთ სოდომელს, არცერთ პარტიას არანაირი ხმა. ყველა ზუსტად იცოდე. დღეს ყველა ჩანს,ლუსტრაცია მოხდა, ვერავინ იტყვის, არ ვიცოდი, ესენი ასეთები რომ იყვნენო. დღეს უკვე ყველა გამოჩნდა, ვინ, ვინ არის“,- მიმართა მიტროპოლიტმა სტეფანემ საზოგადოებას.
This post has been edited by მაწო:+) on 31 Jul 2022, 22:47