სანამ ხალხი მოვა უთესლესი აფერისტობის ისტორიას მოგიყვებით, უკვე 2 კვირა გავიდა და დავრწმუნდი მის აფერისტობაში

უკვე ბებია მიწევს აპარატზე, ძმაკაცს ტრაილერი დაეჯახა ისტორიები ყველას ###ზე კიდია და ვყვები აფერისტობის უმაღლეს ლეველს.
პარასკევი დღეა 7-ს 10 წუთი აკლია და უკვე გავდივარ სამსახურიდან და შემოდის ერთი 55-60 წლის კაცი ნოკიას ტელეფონით და დამტენით, ძალიან მორიდებით მთხოვა შეიძლება შევაერთო 2 წუთითო? კი მეთქი რა პრობლემაა, რავიცი გვერდზე მაღაზიაში არ შემაერთებინეს დენს წერსო, გავგიჟდი კაციო, გვერდზე მაღაზიაში სად მეთქი? (მარაჯვნივ ზოომაღაზიაა, მარცხნივ ნაჭრების მაღაზია, ორივეს ვიცნობ არცერთი არაა ეგეთი ###ობის მთქმელი) დავუკონკრეტე არა მანდ არა ცოტა იქითო(გაურკვეველი მიმარათულებით) ნუ კაი ###ზე დავიკიდე.
შენ გაიხარეო, რა გქვია რა გვარის კაცი ხარო? ვუთხარი. ვახ მეც იმერელი ვარ შენ გაიხარეო, ასაკიო 24, მე ცოტა უფროსი შვილი მყავდა და ეხლა მქონდა იანვარში წლისთავიო. ბრიტანეთში გარდაიცვალაო, კორონათ დაემართა და მერე თრომბმა დაარტყაო.
ამასობაში ჩართო ტელეფონი და რეკავს (მემგონი ტუფტაზე, არავისთვის დაურეკია ან თანამზრახველი ყავდა) ბიჭო მეუფესთან წავედი ეკლესიაში, სახლის გასაღები, საფულე და ყველაფერი ცეხში დავტოვე, მეუფეს ველოდებოდი შეააგვიანდა 3 საათი (

) და რო მოვედი ბიჭები წასულები დამხვნდნენ ცეხიდან და დავრჩი უყველაფროდ, აპ აპ კაი ნუ იგინები, რა მათი ბრალია? ამ ზიარებამდე ნუ ჩადგამ ცოდვაში ფეხს არ შეიგინო, რა უცნაური კაცი ხარ, მე დამრჩა ყველაფერი და ჩემი ბრალია, იმათმა რა იცოდნენ? ბიჭო სამებასთან ერთი ტაქსია თეთრი მერსედესით, საბურთალოზე გამოვაყვანინე თავი და ფული რო ვერ მივეცი აკანკალდა კაცი, შევპირდი მოგცემ ფულსო, მანდ სამებასთან დგას სულ და 35-40 ლარი აჩუქე, მადლია. მე ეხლა მცხეთაში მივდივარ ბიჭებს გასაღებს გამოვართმევ, ხოდა რადგან შევპირდით მეუფე იობს იმ 3 ფანჯარას, მაშინ ბარემ დანარჩენი ორიც ვაჩუქოთ, 3-ში ფული არ გამოვართვათ და დანარჩენ ორში არ შეიძლება ეგრე, მადლია ჩაგვეწერება.
მორჩა ლაპარაკს, დიდი მადლობაო შენ გაიხარე გიორგიო, მეო არაფერი მაქვს საერთოდო რითი გცე პატივი, ერთი ტალონებს ვიღებ ბენზინისას და მაგას გაჩუქებ, ხვალ მოგიტანო, არა მეთქი რად მინდა ტალონი რა გაგიკეთე ისეთი არ შეწუხდე მაგაზეთქო, არა არა მოგიტან და ერთს გთხოვ ეკლესიაში რო მოხვდები ჩემი შვილის სახელზე სანთელი დაანთეო, სანთელს ისედაც დავანთებ მეთქი მაგაზე არ ინერვიულო, მოკლედ გავიდა.
2 წუთში შემობრუნდა, მეტროში უნდა ჩავიდე და დიდუბიდან მარშუტკას გავყვე მცხეთაში 5-6 ლარი ხოარ გექნება, ოღონდ არ შეამგინო ხვალვე მოგიტან მაგასაც , მეტროშიც ჟეტონების მერე აღარ ვყოფილვარო, როგორ უნდა წავიდე არ ვიციო

მეტრომანი მეგდო საფულეში, მივეცი ზედ მეთქი ერთი 3-4 ლარია, დაადე გაატარებ გახვალ და 10 ლარიც მივეცი აჰა მეთქი სიგარეტსაც იყიდითქო. აუ შენ გაიხარე ძმაოო, შენი ჭირიმეო. ხვალო 12-1-სკენ(შეიძლება შემაგვიანდეს ცოტა და ამ ფულსაც დაგიბრუნებ და რასაც შეგპირდი იმასაც მოგიტანო).
არავინ არ მოსულა
ან გარდაიცვალა ან აფერისტი დედა #####ული იყო და ესეთი თესლი აფიორა დამიდგა