გახსოვთ ლაშა ნაცვლიშვილმა რომ გაასხა "ყველგან და ყველაფერში ბიძინა სუფევსო"? კი განიუტევეს მერე ავინიონიდან და სავარაუდოდ, არც ეს სისუსტე არ აპატიეს - პასეანსი ხომ არაა, კარტები რომ გადმოატრიალა? არადა, ვინძლო გვაფრთხილებდა კიდეც, თვისდაუნებურად, მაიგრამ მაინც...
ახლა შევხედოთ დაკვირვებისა და შესწავლის ობიექტს - სად არის? რას შობა? რითი სულდგმულობს?
ნეთუ! არა ჩნდება, მაგრამ მაინც ყველგანაა, ვითარცა უწმინდური - გვმართავს საკუთარი ჰიპოსტასებით:
1. ჩიჩილაკა - თუკი რაიმე სიდებილისა და ღლეობის ამოუთქმელობა აწუხებდა, ყველაფერს ჩიჩილაკას პირით უბნობს! აბა, ვინმეს ჰგონია, რომ ჩიჩილაკა ოდესმე გაბედავდა პირი მოეღო და მეგაღლეობები ეტლიკინა? არამც და არამც! ჩიჩილაკა ყოველთვის გატრუნული დებილი იყო, მაგრამ იმდენს კი ხვდებოდა, რომ რაც შეიძლება ჩუმად უნდა ყოფილიყო. მაგრამ ახლა, ვითარცა ბიძინის ხვაშიადების გამხმოვანებელი, ერთგვარ ნეტარყუჩობაშიც კი არის, როცა მისი გვამიდან ბიძინი ჟღერს!
2. რეჩკინა - ესეც კაი დებილი ჰყავს გამჩენს და ზემოხსენებული რეგვენივით ეგეც სერიოზულად არის ავად იმ დაავადებით, განკურნებას რომ არ ექვემდებარება და რემისიის ხანგრძლივობა მკურნალობის უწყვეტობაზე რომ არის დამოკიდებული.
რეჩკინა არის ჩიჩილაკას ექო - ასეა საჭირო მეტი დამაჯერებლობისათვის.
3. ბედნიაკოვი ბიძინის ჯეელობაა, ცოტა დროში გაწელილი - თვითონაც იყო ხელისბიჭი, რომელიც ძლიერთა მათთა (კვანტრიშვილების) ნებას უთავმოყვარეოდ და უდრტვინველი მიყოლით ირჩენდა თავს.
4. ვოლსკი განასახიერებს ბიძინის საოცნებო "მეს" - ოჰ, როგორ უნდოდა ასეთივე თესლი როჟა ყოფილიყო, ჰალსტუხიან-პარტოკრატიული გიურზა, და ახლა ვოლსკის საშუალებითაც ახდენს საკუთარი ხვაშიადის ნთხევას...
5.
6.
7.
8.
და აშუშუ - ლეგიონია მათი სახელი, და თუ ჩამოვცდებით ქოცბობოლებსა და დავეცემით მეტადონშჩიკებსა და ბიძციურებამდე, ყველგან ვნახავთ ბიძმატრიცის ფაიზაღ სიმპტომებს...
ალბათ სრულად უნდა აღიწეროს ხიხოიზმის გამოვლინებათა მთელი სპექტრი არათუ პოლიტიკურ, ეგრეცა სოციოლოგიურ ასპექტებშიც...
და მერე ჩავაანალიზოთ, უკეთუ რომელიმე ქოცოდერი არ მოგვიშთობს ჭეშმარიტების შემეცნების წყურვილს, მუნ.