#59523972 · 19 Aug 2022, 12:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შემთხვევით სექტემბრის მეცამეტე რიცხვზე მოვხვდი, ურთულესი განწყობით. ალბათ უპრობლემობა უდიდესი სიმძიმეა. მართლა საჭიროა ვიღაც, რაღაც და ამ ყველაფერთან დაკავშირებული საზრუნავი.
ან არის მძიმე განწყობის მიზეზის მეორე ვარიანტი!!!
მანამდე ჩადენილი არასწორი საქციელი...
რომელიც რამდენიმე წლით ისე გიფუჭებს განწყობას, ფიქრობ, ისევ იმ მომენტში რომ დაგაბრუნა......... ალბათ ისევ იგივეს გავაკეთებდი. უფრო ძლიერად შევიყვარებდი მას. კიდევ უფრო მეტად არასწორად მოვიქცეოდი, იმ სიყვარულისთვის რომელიც ალბათ ერთხელ აგაფრენს ცაში. და სიმაღლდან დაცემის ტკივილადაც რომ უთუოდ ღირს!!!
|