ინგლისურ ვიკიპედიაში გადავაწყდი ამ პიროვნებას (აღსართან შირვანშა, იგივე ახსითან I) და მის საოჯახო გრაფაში წერია ერთობ საინტერესო ინფორმაცია მის ცოლზე (ანდა consort როგორც ითარგმნება): Ismat ad-Din Safvat ad-Din Safvat al-Islam, granddaughter of David IV of Georgia
ნუ ინფორმაცია მარტო ეგ წერია, მის გვერდზე ვერც გადავდივარ, რომ დამატებითი ინფორმაცია მოვიძიო მასზე, რადგანაც არ არის შექმნილი. ანუ ამხელა ისლამური სახელის მქონე მანდილოსანი, არის აღმაშენებლის შვილიშვილი.
ახსითანის ქართულ ვიკიპედიაში, მის მეუღლეზე არაფერი წერია, რაც წერია არის რომ იგი გიორგი მესამის დისწული იყო.
იქნებ ვინმე ღვთისნიერმა ამიხსნათ და გამარკვიოთ, ეს ქალბატონი ვინ არის, ვისი შვილია და მისი ქართული სახელი რა არის (თუ აქვს საერთოდ).
მადლობა წინასწარ.
პ.ს
ბმული ახსითანის ქართულ და ინგლისურ ვიკიპედიებისა:
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%...3%90%E1%83%9C_Ihttps://en.wikipedia.org/wiki/Akhsitan_I * * *
არ იცით ვინ იყო?
ვერ დამეხმარებით?