დღეს იუსტიციის სახლში პირადობის განახლება მინდოდა, შუა აგვისტოში მეთქი არ იქნება რიგი, 190 კაცი იყო ზუსტად ჩემს წინ

რა თქმა უნდა, არ დაველოდე და წამოვედი.
არ მახსოვს, მსგავსი უმარტივესი პროცედურისთვის 15 წუთზე მეტი ლოდინი ყოფილიყო საჭირო.
ანუ იუსტიციის სახლი რისთვისაც აშენდა, ფაქტობრივად ის ძირითადი ფუნქცია დაუკარგეს.
ადრე უცხოელი, მათ შორის ევროპელი სტუმრები დამყავდა ხოლმე მანდ დასათვალიერებლად

სერვისი ჰქონდათ ასეთი უცხოელებისთვის, ექსკურსიასავით უტარებდნენ, უყვებოდნენ ერთი ფანჯრის პრინციპით მუშაობის პროცესს და კონცეფციას და სამახსოვრო სიმბოლურ პასპორტებსაც ჩუქნიდნენ, რომლებსც იქვე უმზადებდნენ.
ყველაფერი ჩააბანძეს და ჩააოხრეს.
ბიძინა ასეთი უბრალო ხალხიდან არის გამოსული, ამიტომ მას უფრო კარგად ესმის მათი (C) miss-marple
დიახ, ათასობით ნაბიჯს დასავლეთისკენ ვერაფერი გადაწონის (C) შავლეგა