ამაზე გამახსენდა მგონი 2015 ში დაქალებთან ერთად სარფში წავედი ზღვაზე, თან მოწამლული ვიყავი მარა ნუ პონტს ხო არ გავმაზავდი.
ვგრძნობ რო ძააან ცუდად ვარ, ამათ ჭამეს, დალიეს, მე ვერაფერს ვეკარები. არადა მუცელი მებერებოდა მაგრად, ტკივილისგან ვკვდებოდი.
როგორც იქნა მოიფიქრეს წამოსვლა და ავედით სარფი-ბათუმის გადატენილ ავტობუსში, სადაც მოხუცებსახ არავინ უთმობს ადგილს. ჰაერი არ იძვრის, ჭედვაა.
ამ დროს მე ვდგავარ ცალ ფეხზე ტანზე მომდგარი კაბით, შეწუხებული სახით და გამობერილი მუცელით.
უცებ აიშალა ნახევარი ავტობუსი, ზოგი საიდან იძახის, თუ შეიძლება ორსულოს დავუთმოთ, ვაიმე გოგონა ცუდადაა
არც მე შევიმჩნიე, არც ჩემმა დაქალებმა.
დავჯექი და ასე გემრიელად და კომფორტულად ვიმგზავრე საათნახევრიან გზაზე საცობებში და გაჭყლეტილ ავტობუსში <3