#59687321 · 4 Oct 2022, 14:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გახარია რომ ბლატაობდა გავზარდეთ შშმ პირების პენსია ეს უბრალოდ პიარი იყო, II და III ჯგუფის შშმ პირებს რამდენიმე წელია პენსია არ გაზრდიათ, I ჯგუფს გაუზარდეს რამდენჯერმე მაგრამ, ეს თუნდაც სიმბოლურად პენსიის გაზრდა არ შეხებია მეორე და მესამე ჯგუფს. არც წლევანდელ ბიუჯეტშში არ არის არცერთი თეთრი გამოყოფილი ამ კატეგორიისთვის. კი ბატონო კარგია ასაკობრივებს რომ უზრდით, მაგრამ ამათმა რა დააშავეს. რატი იოთამაშვილი რომ არის პარლმენტში საკმაოდ კარგ თანამდებობაზე იქნებ მაგან მაინც იფიქროს ამ ხალხზე, რადგან კარგათ იცის რა არის შეზღუდული შესაძლებლობები. გეკითხებით როგორ უნდა ირჩინოს თავი კი არა იარსებოს ამ კატეგორიამ? სპეციფიკური სამუშაოები მაინც შექმენით კონკრეტულად ამ ხალხისთვის, დამიჯერეთ ძალიან ძნელია ამ ხალხის დასაქმება, ისინი ისე ვერ იმუშავებენ როგორც დანარჩენები, მოდის მომხარებელი ამათუიმ ფირმაში, ხვდება ეს შშმ პირი და ვერ ახერხებს ისე გააკეთოს საქმე როგორც საჭიროა, თვითონ ხალხის მხრიდან არის აგრესია და დაცინვა, და ეს არ მოსწონს დამსაქმებელს და აგდებს სამსახურიდან ამ ადამიანს ან ავიწროებს, რა უნდა დააკეთოს ამ კატეგორიამ რით ირჩინოს თავი, გეკითხებით?
|