ძველ ნივთებს ვალაგებდი და ეს კვება ვიპოვე.
მოკლედ, წლების წინ დაეწყო პრობლემები და ფენით გაცხელებით ვრთავდი ხოლმე. მივიტანე ელექტრიკთან, კონდესატორები გამოცვალა და იმის მერე მუშაობდა GTX 480-ზე და შემდეგ GTX 670-ზე უპრობლემოდ.
დროთა მანძილზე ამდენი კაბელის ჩახლართულოობისგან დავიღალე, ამიტომ ეს კვება შემოვდე თაროზე და ვიყიდე სხვა, ნახევრად მოდულარული და იმის მერე მუდმივად მოდულარულ კვებაზე ვარ.
აქვს კიდევ ერთი პრობლემა. ერთ-ერთი ქულერი დაზიანდა და ვერ ვიშოვე ვერსად 80mm სლიმ ქულერი, ამიტომ გარედან მივუმაგრე სქელი ქულერი. არაფერში არ უშლის ხელს, გარდა ვიზუალისა.
მოკლედ, აღარ მჭირდება და ვინმეს თუ აწყობს რამე 1151 სოკეტის ქულერში გადავცვლი, ოღონდ ბოქს ქულერი არ შემომთავაზოთ და არც წყლის გაგრილებას ვითხოვ.
