მორიგი სამარცხვინო ნაბიჯი "ომი უნდათ"-ის შემქმნელებისგან
ჯერ ეს ინფო გამოჩნდა დილით
რუსეთ-საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლა შესაძლოა რამდენიმე დღეში დაიწყოს რამდენიმე დღეში რუსეთ-საქართველოს შორის შავი ზღვით ტვირთების საბორნე გადაზიდვა დაიწყება, რითი სარგებლობაც სომხეთში ტვირთების გადამზიდავებს შეეძლებათ, ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა განაცხადა.
„ახლა საბოლოო სამუშაოებს ვატარებთ, გრაფიკი უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება“, - განაცხადა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა.
რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, ქერობიანმა მომსახურების ხელმისაწვდომობის თარიღის შესახებ ბოლოს თვეებში რამდენჯერმე ისაუბრა, თუმცა საბორნე გადაზიდვა ჯერჯერობით არ დაწყებულა.
მინისტრმა 5 მაისის მთავრობის სხდომაზე საბორნე გადაზიდვების ამოქმედების ბოლო ვადად 15 ივლისი დაასახელა. საუბარია ფოთის პორტიდან რუსეთის პორტ "კავკაზის" მიმართულებაზე, რომლითაც სომხეთმა უნდა ისარგებლოს.
დღეს, 12 აგვისტოს კი სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის გამო ახალი სირთულეები წარმოიშვა.
„მოდით, ერთი-ორი დღე მოვიცადოთ, დავიცადოთ რამდენიმე დღე და მე დარწმუნებული ვარ, შედეგი იქნება... დიახ, ეს არ არის მარტივი საკითხი, მით უმეტეს, რომ შეიცავს ასეთ მძიმე გეოპოლიტიკურ ცვლილებებს და წნეხს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მუშაობა ძალიან მალე გამოიღებს შედეგს“, - დასძინა ვაჰან ქერობიანმა.
უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, საგრძნობლად გაიზარდა საქართველოს სატრანზიტო კორიდორის დატვირთვა. მესაზღვრეები, 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადასვლის მიუხედავად, ვერ აუდიან სატვირთო ნაკადების მართვას, რის გამოც გადამზიდავებს ხანგრძლივ რიგში დგომა უწევთ.
ამასთან "ზემო ლარსის" გამშვებ პუნქტზე გამავალი გზა სომხეთ-რუსეთის დამაკავშირებელი ერთადერთი სახმელეთო მარშრუტია. საბორნე გადაზიდვა კი ამ მარშრუტის ალტერნატივაა.
რუსული პორტი “კავკაზი”, შავ ზღვაში ქერჩის სრუტეში მდებარეობს.
რადიო თავისუფლება ქართული მხარის პოზიციას ელოდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან, მასალა განახლდება პასუხით.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31985011....LgY-fW1lI_qtCoY და ეგ ყველაფერი შეიფუთება, როგორც სომხეთისთვის ანგარიშის გაწევა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: სომხეთმა თხოვნით მიმართა საქართველოს, ლარსის ალტერნატივად განხილულიყო საზღვაო ტრანსპორტიც, რომელიც საკვები, მალფუჭებადი და ესენციური პროდუქტების ნაწილში სომხეთის ტრანზიტულ ტვირთს დაამუშავებს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სომხეთ-რუსეთს შორის „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტი ერთადერთი დამაკავშირებელი სახმელეთო პუნქტია, რომელზეც გადატვირთულობის გამო, ტრანზიტული ტვირთების დამუშავება ხშირად რამდენიმე კვირა გვიანდება, რაც მალფუჭებადი პროდუქტებისა და საკვების შემთხვევაში, ასევე ესენციური პროდუქტების ნაწილში მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნის სომხეთის რესპუბლიკას.
„საქართველოს სატრანზიტო კორიდორი გადატვირთულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, სატვირთო ნაკადების მართვა მნიშვნელოვანწილად გართულებულია. სომხეთ-რუსეთს შორის „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტი ერთადერთი დამაკავშირებელი სახმელეთო პუნქტია, რომელზეც გადატვირთულობის გამო, ტრანზიტული ტვირთების დამუშავება ხშირად რამდენიმე კვირა გვიანდება, რაც მალფუჭებადი პროდუქტებისა და საკვების შემთხვევაში, ასევე ესენციური პროდუქტების ნაწილში მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნის სომხეთის რესპუბლიკას.
ხსენებული პრობლემატიკიდან გამომდინარე, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას, ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად ასევე განხილული ყოფილიყო საზღვაო ტრანსპორტიც, რომელიც საკვები და მალფუჭებადი, ასევე ესენციური პროდუქტების ნაწილში სომხეთის ტრანზიტულ ტვირთს დაამუშავებს.
სომხეთის რესპუბლიკა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია, ტრადიციულად სარგებლობს საქართველოს ნავსადგურებით და აწარმოებს საერთაშორისო ვაჭრობას. ამ მხრივ, ნიშანდობლივია, რომ საქართველო საერთაშორისო კონვენციის – „იმ სახელმწიფოთა სატრანზიტო ვაჭრობის შესახებ, რომელთაც არა აქვთ გასასვლელი ზღვაზე” წევრია. ამ კონვენციის შესაბამისად, ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ ზღვასთან თავისუფალი დაშვება და იყვნენ ზღვისპირა სახელმწიფოებთან თანაბარ პირობებში ზღვაზე თავისუფალი გასასვლელის გამოყენების მიზნით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
https://www.facebook.com/groups/11976737906...494830977633740