გამარჯობა,

ავაწყვე ვებ აპლიკაცია თავისი სამართავი პანელით
Areba.ge ავაწყვე ჩემით 0 დან.
2015 წლიდან მინდოდა ისეთი საიტის გაკეთება სადაც მომხმარებელი ავტონაწილის მოთხოვნას გააკეთებდა და ეს ინფორმაცია მივიდოდა პირდაპირ "დაშლილების" შესაბამისი ბოქსის თანამშრომელთან ან ავტონაწილების მაღაზიის ტანამშრომელთან რომელიც პირდაპირ მიწერდა კლიენტს. იმ დროისთვის არ მქონდა შესაბამისი რესურსი და გამოცდილება.
2021-ში ავაწყვე ვებ აპლიკაცია რომელიც აერთიანებს მანქანის წაყვანა/შეკეთება/დაბრუნება - ავტო სპეციალისტი (caru.ge-ს ტიპის) და ნაწილის მოძიების პორტალს - Areba (autoelement -ის ტიპის) (ამ ეტაპზე გათშული მაქვს ნაწილის მოძიების ნაწილი).
აპლიკაციაში არის ჩაშენებული მესინჯერი (ესეც 0-დან არის შექმნილი, აქვს სურათის გაგზავნის ფუნქციაც) რომლითაც ხდება კლიენტს და გამყიდველს შორის კომუნიკაცია.
ავტო სპეციალისტის მხარე სრულადაა რეალიზებული და სამართავ პანელშიც ხდება ფინანსების აღრიცხვა და შეკვეთების მიღება/დამუშავება.
უკვე რეგისტირებულია რეგისტრირებულია შპს და არის Facebook გვერდიც, რამდენიმე შეკვეთაც არის გაკეთებული.
პლატფორმა გაშვებულია VPS-ზე, გამოყენებულია: Node.js + Express + Socket.io + Quasar - ბაზა MongoDB + firebase
გამომდინარე იქიდან რომ ამ ეტაპზე დრო აღარ მაქვს, ვეღარ ვაქცევ ყურადღებას და გაჩერებულია ამ ეტაპზე მუშობა.
ვეძებ პარტნიორს რომელიც გაუძღვება საქმიანობას და მე ტექნიკურად ვუზრუნველვყოფ ყველაფერს. ან ვეძებ სპონსორს რომელიც დააფინანსებს წამოწყებას და შევძლებ ავიყვანო ტანამშრომლები.
This post has been edited by NeoXLaliko on 5 Sep 2022, 17:33