ერთი პერიოდი ვეძებდი ონლაინ ფულის გამომუშავების ხერხებს ძაან ბევრი რამ გადავქექე და რასც მივაგენი რეალურს იყო ონლაინ ტესტირება.
საჭიროა: კომპიუტერი (რაც უფრო მრავალფეროვანი OS-ები გექნებათ მით მეტი შანსია ტესტში მონაწილებოს მიღება)
ტელეფონი (ჯობია იყოს ორივე iOS და Android-ი OS-ის ვერსიასაც აქვს მნიშვნელობა ზოგ ტესტში უახლესია საჭირო ზოგში პირიქით ცოტა ძველი)
საბაზისო ინგლისურის ცოდნაგაფრთხილება არავის არ ვურჩევ დიდი იმედების დამყარებას და იმაზე ფიქრს რო ამით გამდიდრდებით, შემოსავალი ნამდვილად არაა დახარჯული დროის პროპორციული, და რეალურად მაგ დროის გამოყენება უფრო რაციონალურად არის შესაძლებელი. გირჩევთ განიხილოთ როგორც დამატებითი შემოსავალის წყარო, ან ალტერნატივად თუ ხართ სტუდენტი და არჩევანია დაკავდე ამით ან წახვიდე სამუშაოდ ორ ნაბიჯში ან სპარში. დღეში 4-5 საათის დახარჯვით რეალურია რომ იშოვო 500-700 ლარი (ან მეტი გააჩნია მონდომებას მე ბევრად ნაკლებ დროს ვუთმობდი და მალევე მომბეზრდა). ასევე საინტერესო შეიძლება იყოს მათვის ვინც დაინტერესდება ამ სფეროთი და გადაწყვეტს განვითარებას და automated testing-ის შესწავლას გადაწყვეტს სადაც უკვე საწყისი პროგრამირების ცოდნა იქნება საჭირო და რეალურია რაიმე სამსახურის პოვნა ონლაინ ხელფასი 600-1000$ ფარგლებში ჯუნიორ სპეციალისტს თუ სწორედ მახსოვს.
რეფერალ ლინკს არ ვუთითებ სპეციალურად რო არ იფიქროს ვინმემ ფულის შოვნა მინდა მაგით 
მოკლედ რო ავღწერო ესაა: არის სხვადასხვა კომპანიები რომლებიც ბაზარზე უშევებ ახალ პროდუქტს როგორიცაა ვებ საიტი ან მობილური აპლიკაცია, საწყის ეტაპზე ყოველთვის არის უამრავი ბაგი ვებ გვერდზე ან აპლიკაციაში რომელიც ხელს უშლის მომხმარებელს მის გამოყენებაში, და შესაბამისად მეპატრონე კარგავს მოგებას. ყველა კომპანიას არ აქვს შესაბამისი რესურსი რომ თავისი ტესტერები აიყვანოს, ან უბრალოდ უნდა მაქსიმალურად დატესტოს პროდუქტი ბაზარზე გასვლამდე და მიმართავს ისეთ კომპანიებს რომელიც მას სთავაზობს Crowd testing-ს ტესტირებით მომსახურებას.
საკმაოდ ბევრია მსგავსი საიტი მე რაც ვიცი არის: Utest.com, Test.io, testlio.com, Testbirds.com
რა ვიცი ამ საიტებზე.
ყველა შემთხვევაში საჭიროა გაიარო Academy შემსწავლელი კურსი და ჩააბარო გამოცდა (Utest-ზე დაახლოებით 3 კვირა უნდა, Test.io-ზე რამოდენიმე საათი, Testbirds.com-ზე 1-2 დღე) ყველა საიტზე ისწავლი კონკრეტულად ამ საიტისთვის როგორ უნდა შეავსო ბაგ რეპორტი და ყველა საიტზე არი პატარ-პატარა განსხვავებული წესები, იდეა ერთია მაგრამ თანმიმდევრობა და ა.შ. სხვადასხვა.
1) Utest-ი ჯერ უნდა გაიარო აკადემია როგორც დავწერე უკვე ჩააბარო შუალედური გამოცდები. ბოლო გამოცდის შემდეგ თავიდან არც თუ ისე მალე შეძლებთ ტესტირებებში ჩართვას, შეიძლება ერთ თვემდე ან ცოტა მეტი დრო გავიდეს პირველი ტესტის მიღებამდე მაგრამ სხვა საიტებისგან განსხვავებით უფრო მაღალანაზღაურებადი ტესტებია და მრავალფეროვანი (ზოგჯერ საინტერესოც კი) საქართველოს ბაზარი რომელი World wide-ტესტინგში გადის არაა დამკვეთისთვის საინტერესო თორე მაგალითად აშშ-ში არი ტესტირებები რომელშიც გიხდიან თანხას იმაში რომ წახვიდე მაღაზიაში ან კაფეში დახარჯო თანხა და შეაფასო მომსახურება (გიხდიან თანხას ტესტირებაში, გინაზღაურებენ გზის თანხას, და დახარჯულ თანხას. რჩები დანაყრებული ან ბრუნდები სახლში მაღაზიაში ნაყიდი პროდუქციით

) როცა გაივლი გამოცდებს გეძლება სტატუსი Rated, მაქსიმუმი Bronze არის თუ არ ვცდები (რაც უფრო მაღალია მით უფრო ხშირად მოგდის ტესტი) სტატუსი ცვლილება დამოკიდებულია სტატისტიკაზე (რამდენი ბაგი დაგიდასტურეს რამდენი არა) საკმაოდ მალე ავედი ბრონზე მაგრამ დიდიხანი რო აღარ შევსულავ ჩამომიყვანა ისევ რეითიდზე.
2) Test.io ძაან მარტივი კურსია და გამოცდა, დასრულებისთანავე შეგიძლია ჩაერთო ტესტირების პროცესში არის ორი სახის ტესტირება 1) ბაგების პოვნა და ბაგ რეპორტის შევსება 2) რეპროდუქცია როცა სხვის მიერ აღმოჩენილი ბაგი უნდა გაიმეორე და დააეფრუვო ან დაარეჯექთო თუ შენთან იგივე ბაგი არ გამეორდა და ეს ყველაფერი გააკეთო 30 წამიანი Screen Record-ინგით. რო ვუყურებდი ზოგ იუზერს (ინდოეთი იყო გამორჩეული) ტიპები მარტო რეპროდუქციებს აკეთებდნენ დღეში იმდენს რო თვეში 1000$მდე გამოიმუშავებდნენ. თითო რეპროდუქციში 0.10-0.25 ცენტს იღებ გააჩნია ბაგი რამდენად მნიშვნელოვანია კლიენტისთვის მარა რავი მაზოღიზმია ეგ უკვე, შიმშლილით უნდა კვდებოდა რო ღირდეს მაგად.
3) testlio.com -ში ვერ გავერკვიე რაღაც ჩახლართული აკადემია და სისტემა ჰქონდათ მანდ აღმოჩენილი ბაგების მიხედვით კი არ გიხდიან არამედ სისტემაში გატარებული დროის მიხედვით (საათობრივად) "ჩავრთავ და ფულს დაწერს"-ო არ იფიქროთ თუ არაფერი ბაგი არ იპოვეთ შესაბამისად მალევე დაგბანავენ სავარაუდოდ
4) Testbirds-ზე აკადემია გავიარე მაგრამ როცა ტესტები წამოვიდა უკვე დავიკიდე ტესტირების თემა და აღარ მიმიღია მონაწილეობა მაგრამ ინტერფეისი მომწონდა საიტის და მემგონი ტესტებიც საინტერესო უნდა ყოფილიყო
ყველა შემთხვევაში თანხების გამოტანა შეიძლება Paypal-ის მეშვეობით
ჩემი გამომუშავებული თანხები Utes-ზე


ერთჯერადად ტესტში ყველაზე მეტი გამოვიმუშავე 80$ (სართო დახარჯული დრო დაახლოებით 5 საათ) იყო სახის ამომცნობი AI-ს ტესტირება, სხვადასხვა სახის ვიდეოები უნდა გადაგეხო რამოდენიმე ადამიანის მონაწილებოით დღის შუქზე, ხელოვნურად განათებულ ოთახში, ჩაბნელებულში....
ეს Test.io-ზე მიღებული თანხა, კარგად ჩანს რო სულ 4 თვე ვიყენებდი დასაწყისში მეტად მონდომებული ვიყავი და თანხაც მეტი იყო დღე გამოშვებით 1-2 საათს ვუთმობდი
მე გირჩევთ მიაწვეთ Utest-ს შედარებით მაღალი ანაზღაურებაა და რეალურად იხდიან, მაგალითად Test.io-ზე მეც დავაკვირდი და რევიუები რო წავიკითხე იქაც იგივეს იძახის ხალხი რო არაკეთილსინდისიერი გადამხდელები არიან
: შენ შეიძლება იპოვო ბაგი საიტზე მოდერატორმა/TL (Team leader)მა დაგირეჯექთოს გითხრას რო ძალიან უმნიშვლელო ბაგია და არანაირი მნიშვნელობა არააქვს მაგრამ ტესტების დასრულებისას აღმოაჩენ რო კლიენტს მაინც გადასცეს ბაგი და იმან გამოასწორა მაგრამ შენ შენი დახარჯული დრო არ აგინაზღაურეს თანხის სახით, თან TL-საც დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგი იმენა ბოროტი ტიპია და ოღონდ რამე დაგირეჯექთოს ზოგი პირიქით ჯიგარია და გკარნახობს რა გამოასწორო რო შეძლოს დაეფრუვება და არ მოუწიოს დარეჯექთებაა. გაიარეთ აკადემია Utest-ზე და სანამ ტესტები წამოვა ალტერნატივად გამოიყენეთ Test.io რო რაღაც მაინც იშოვოთ ან მაშნ როცა Utest-ზე სიწყნარეა და ტესტირებები არაა ვინც რუსული იცის ამ ჩენელზე შეგიძლიათ მოიძიოთ ბევრი ინფორმაცია საკმაოდ კარგად ხსნის
https://www.youtube.com/user/natasturza/videos ან იპოვეთ ინგლისური ალტერნატივა. ქართლად ვერ ვნახე ვერაფერი და ვერც ნახავთ სავარაუდოდ
პ.ს. ხშირად არ შემოვდივარ ფორუმზე და წაიტებზეც წესები და ინსტრუქციები ხშირად იცვლება და კაიხანია ჩამოვრჩი მაგრამ თუ რამე კითხვა გქონდათ აქ დაწერეთ (პმ არ მომწეროთ რო ერთიდაიგივე კითხვაზე ყველას ცალცალკე არ ვუპასუხო) და ვეცდები გიპასუხოთ.
წარმატებები
This post has been edited by ig1988 on 7 Jul 2022, 22:57