საქართველოში ტურიზმის სექტორში 60982 ადამიანია დასაქმებული2011 წლის აგვისტოს თვის მაჩვენებლით, საქართველოში ტურიზმის სექტორში 60 982 ადამიანია დასაქმებული - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ მაია სიდამონიძემ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
,,საქართველოს მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატი ბაზარზე ახალი ტრანსნაციონალური კორპორაციების შემოსვლას განაპირობებს, შენდება ახალი სასტუმროები, კვების ობიექტები, ვითარდება გასართობი ინდუსტრია.
თუ 2009 წელს ტურიზმის სექტორში 45 896 ნოქალაქე იყო დასაქმებული, 2011 წლის აგვისტოს მაჩვენებელმა 60 982 მიაღწია. ახალი პროექტების განხორციელების შედეგად წლის ბოლომდე რამდენიმე ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება”- აღნიშნა სიდამონიძემ.
მისი თქმით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის შეფასებით, საქართველო უცხოელი ტურისტების ზრდის ტემპით გამორჩეული ქვეყანაა, ტურისტული ნაკადის ასეთი მკვეთრი ზრდა კი ინფრასტრუქტურისა და მომსახურების სფეროს სწრაფ განვითარებას იწვევს, რაც ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
მისი თქმით, ტურიზმის სექტორში ყველაზე მეტი დასაქმებული ტრანსპორტის სფეროშია, კერძოდ 45 პროცენტი.
სიდამონიძის განცხადებით, ტურიზმის სექტორში რეგიონების მიხედვით დასაქმებულთა ყველაზე დიდი მაჩვენებელი აჭარაშია. კერძოდ, 2009 წელს აჭარაში ტურიზმის სექტორში 1200 ადამიანი იყო დასაქმებული, 2011 წლის აგვისტოს მონაცემებით კი 1245 ადამიანია დასაქმებული. 2009 წლის მონაცემებით საქართველოს რეგიონებში, ტურიზმის სექტორში 3867 ადამიანი იყო დასაქმებული, 2011 წელს კი მათი რიცხვი 4814-მდე გაიზარდა.
,,ტურიზმი მსოფლიოში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, მცირე და საშუალო ბიზნესის და ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საექსპორტო შემოსავლების ზრდის მიმართულებით. მსოფლიოში დაახლოებით 235 მილიონი ადამიანია დასაქმებული ტურიზმის ინდუსტრიაში, რაც დასაქმების 8 პროცენტს შეადგენს”- აღნიშნა სიდამონიძემ.
მისი თქმით, სექტემბრის თვიდან ტურიზმის სფეროში დასაქმების გაზრდის მიზნით ,,კარიერის კვირეული” ჩატარდება, რომელიც მიზნად ისახავს დაინტერესებულ პირთა დასაქმებას ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში და სერვისის დონის ამაღლებას კომპანიებისთვის მაღალკვალიფიციური კადრების შეთავაზებით. შეიქმნება სასწავლო ცენტრიც, რომელიც დაინტერესებულ ადამიანებს ხელს შეუწყობს დასაქმებაში. ასევე ამოქმედდება საკონსულტაციო მომსახურება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად და გასავითარებლად.

პ.ს. მესმის რომ ასეთი თემა არ უნდა გამეხსნა აუცილებლად მიშა უნდა ჭამდეს ვინმეს მაგრამ იყოს მაინც ეს თემა
This post has been edited by fаshist on 10 Aug 2011, 20:06
თქვენ არ იცით რა აქვს ჩაფიქრებული ბატონ ბიძინას, მას 5 სვლა აქვს გათვლილი წინასწარ, მახეს უგებს თურქებს, ანაკონდაა