#59604034 · 10 Sep 2022, 19:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (ტერა @ 10 Sep 2022, 16:02 ) | კერძოდ:
არ იბაზრა კრისტალი? არ ჯობდა დათმობებზე წასვლა?
პს ბეჟანბეჟანი "აბა ომი გვინდა"-ს თემაზე რა მიმარტულებას ვაწვებით, დღევანდელი სიტუეიშენის გათვალისწინებით (ორკების მამინგრობს თხრიან ლაივში) |
ნახე ჭირიმე რაშია საქმე: სააკაშვილს 2008 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა რომ აღედგინა, ერთი ყველაზე თავგადაკლული ოპოზიციონერიც კი არ გამოჩნდებოდა, რამე აუგად ეთქვა. გამარჯვებული არის გამარჯვებული, დაფნის გვირგვინი უმკობს თავს და ხალხის სიყვარულითაა შებურვილი. მაშინ თავგადაკლული მიშისტი ვიყავი. მჯეროდა მისი და სიხარულით შევხვდი კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის ოპერაციას. საუბედუროდ დავმარცხდით. დავმარცხდით იმიტომ, რომ ბევრი რამე ვერ გავთვალეთ, ვერ შევაფასეთ... ვერც ნატო მივიღეთ და ვერც ტერიტორიები შევინარჩუნეთ. მე, რიგითი მოქალაქე ვერ შევაფასებდი რისკებს სულ ცოტა ინფორმაციის არქონის გამო.. ეს მაშინდელ ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა.
ზელენსკიმ უფრო საღად შეაფასა სიტუაცია (ყოველ შემთხვევაში დღეისთვის ასეა). ძაან დიდი იმედი გვაქვს გაიმარჯვებს. პირადად მე, ისევე როგორც მთელ დასავლეთი, უკრაინის გამარჯვებაზე მეტად რუსეთის დამარცხებას ვბალეშჩიკობ.
ვიდეოში რასაც გვანახებ, იმ დროისათვის, ალბათ ბაიდენისა და ჯონსონის გარდა, ყველა დასავლელი ლიდერი ღარიბაშვილივით ფიქრობდა. თუმცა, რუსეთთან უკრაინის ომს ყველა ვარიანტში დაუჭერდნენ მხარს.
ამ შემთხვევაში ღარიბაშვილი შეცდა. და ძალიანაც კარგი, რომ შეცდა, მაგრამ მიშას შეცდომასთან ირაკლის შეცდომა რა მოსატანია.
ახლა უშუალოდ პასუხი შენს კითხვაზე, თუ რა მიმართულებას უნდა მივაწვეთ "აბა ომი გვინდას" თემაზე. პასუხი ასეთია: ყველაფერს აქვს თავისი დრო და მომენტი, რომელიც არ უნდა გამოგრჩეს და იმოქმედო ზუსტად ყველაზე ხელსაყრელ წერტილში. ან კიდევ უკეთესი - სხვები ამოქმედო (როგორც იქცევიან ნამდვილი სახელმწიფოები და იმპერიები). ესაა ჩემი კომენტარი.
--------------------
"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”
|